ელზა პაპოშვილი
24.05.2022

სასტიკი მკვლელობა ხაშურში - სოფელ ხცისში ახალგაზრდა მამაკაცმა ბაბუასთან სტუმრად მყოფი 57 წლის ჯემალ პაპუაშვილი ურთიერთ შელაპარაკების შემდეგ მოკლა. 34 წლის გიორგი ბლიაძემ პაპუაშვილი სუფრასთან კონფლიქტის შემდეგ გარეთ გააცილა და სავარაუდოდ ის ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღით  მოკლა. დაკავებულის ბებია  ყვება, რომ მოკლული მამაკაცი მათი ხშირი სტუმარი იყო და ოჯახთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. პაპუაშვილი მესაქონლეობით იყო დაკავებული და მათთან მეგობრობდა. ოჯახი ამბობს, რომ ახალგაზრდას ფსიქიკური  პრობლემები აქვს და ამის გამო ჯემალ პაპუაშვილი მუდმივად აბულინგებდა. მკვლელობის მოტივად ისინი სწორედ ამას ასახელებენ.  

„გარდაცვლილი ჩემი მეუღლის მეგობარი იყო. სოფელში მესაქონლეობას ეწეოდა და ჩვენთანაც სტუმრად ხშირად მოდიოდა. წლებია მას ვიცნობთ და ცუდი ურთიერთობა არ გვქონია. საქმე ისაა, რომ ჩემს შვილიშვილს ფსიქიკური პორბლემები აქვს. ბიჭი ამბობს, რომ პაპუაშვილი ამას დასცინოდა, აბულინგებდა, ეუბნებოდა - გიორგი, ვერ ხარ კარგადო? ამის გამო შეკამათნენ. „რატომ დამცინიო“ - ამან უთხრა და იმან ცინიკური საუბრი ისევ გააგრძელა. სწორედ ამის გამო მოვკალიო - გამომძიებლისთვის ასე უთქვამს. 

„გარეთ გაიყვანა და მერე ტაქსის მძღოლმა ქუჩაში გარდაცვლილი იპოვა. ერთი ტყვია თავში ჰქონდა ნასროლი. ჩვენ არაფერი ვიცოდით. გვეგონა, რომ სახლიდან გააცილა და წავიდა. ვიფიქრეთ, რომ ნასვამი წაიქცა და გარდაიცვალა. ექსპერტიზამ თქვა, რომ კეფაში უკნიდან აქვს ნასროლიო. არ ვიცით იარაღი საიდან ჰქონდა და სხვა დეტალები როგორ რა მოხდა“, - ამბობს დაკავებული ბიჭის ბებია ნორა ლომიძე „რეზონანსთან“. 

მოჯლულის ნათესავები კი ამბობენ, რომ ტყუილია ინფორმაცია თითქოს ახალგაზრდას მოკლული პაპუაშვილი ფსიქიკური მდგომარეობის გამო დასცინოდა. მათი თქმით, ბიჭი მხოლოდ იმას ამბობს, რომ მათთან სტუმრად ხშირად მიდიოდა და ეს არ მოსწონდა.  

„რატომ მოკლა, არაფერს ამბობს. მხოლოდ ის უთქვას, რომ ჩვენთან ხშირად დადიოდა სტუმრად და არ მომწონდაო. მეტს სხვა არაფერს ამბობს. არ ვიცით რა შეკამათება მოხდა და როგორ, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ კაცს თავში აქვს ნასროლი და ეს ბიჭი ამ დანაშაულს აღიარებს“, - აცხადებს გამოცემასთან მოკლულის ნათესავი გიორგი კურტანიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×