თამთა ჩაჩანიძე
27.05.2022

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან აქციას მართავენ, ექიმები ხელფასების მატებას და ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ, ისინი გაფიცვისთვის უკვე დიდი ხანია ემზადებიან, ექიმები ამ დრომდე არაერთხელ შეხვდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, თუმცა მათგან დამაიმედებელი პასუხი ვერ მიიღეს. აქციის მიზეზიც ესაა.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა ექიმმა ნანა ნაკაშიძემ, გასული ორი კვირის განმავლობაში, მათ მოლაპარაკებები ჰქონდათ სამინისტროს წარმომადგენლებთან, გაიმართა 4 შეხვედრა, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტეს აქციების გამართვა. სასწრაფო დახმარების თანამშრომლები აპირებენ პერმანენტული აქციების გაგრძელებას მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მზადყოფნას გამოთქვამს, რომ გამოიყენოს მათთვის ყველა შესაძლო ბერკეტი,რათა დასაქმებულთა ინტერესები დაცული იყოს და სიტუაცია დასტაბილურდეს.

„27 მაისს, 13:00 საათზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან აქციას გამართავენ.

ექიმები ხელფასების მატებას და ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ.

წევრმა ორგანიზაციამ პროფკავშირების გაერთიანებას იურიდიული და სხვა არსებული რესურსით დახმარების თხოვნით მიმართა.

„პროფკავშირების გაერთიანება მზად არის მისი წევრი ორგანიზაციის - მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფკავშირის და მისი წევრების მხარდასაჭერად.

„მივიჩნევთ, რომ დასაქმებულთა ინტერესების დაცვა მთავარი პრიორიტეტია და მზადყოფნას გამოვთქვამთ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და რესურსი, რათა სიტუაცია დასტაბილურდეს," - ნათქვამია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების განცხადებაში.

სასწრაფოს ექიმებს მოეხსნათ დანამატები, თქვენ მადლობა გადაუხადეთ მედპერსონალს კოვიდთან ბრძოლაში გაწეული გმირული შრომისთვის, თუმცა ესე უხდით მადლობას გმირ ექიმებს, - ასე მიმართა პარტია „საქართველოსთვის" წევრმა დადეპუტატმა ანა ბუჩუკურმა პარლამენტში „მინისტრის საათის" ფარგლებში მყოფ ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს.

„დიდი პრობლემაა ზეგანაკვეთურის ანაზღაურების კუთხით, კერძოდ, ზოგჯერ ბრიგადას გამოსდის კვირაში 72 საათი მუშაობა და არ ანაზღაურდება ზეგანაკვეთური. ამასთან, სასწრაფოს ექიმებს თქვენი გადაწყვეტილებით მოეხსნათ დანამატები და მედპერსონალის უკმაყოფილება გაიზარდა სასწრაფოს სამსახურში. თქვენ მადლობა გადაუხადეთ მედპერსონალს კოვიდთან ბრძოლაში გაწეული მართლაც გმირული შრომისთვის, თუმცა ესე უხდით მადლობას გმირ ექიმებს?" - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

სასწრაფო დახმარების ექიმებს 24 საათის განმავლობაში უწევთ მუშაობა შეუსვენებლად და ანაზღაურება გაწეულ შრომასთან შედარებით ცოტაა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×