ია აბულაშვილი
27.05.2022

ოპოზიცია „ქართულ ოცნებას" სასამართლო სისტემის დანგრევაში ადანაშაულებს. ოპოზიცონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ისედაც სუსტი სისტემა, რომელიც აქამდე არსებობდა, სულ ინგრევა და ერთი კაცის ნებაზეა მიბმული. ამიტომ „ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე მოითხოვს, რომ შედგეს იმ მოსამართლეების, პროკურორების და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა სია, რომლებიც ეწევიან პოლიტიკურ დევნას და ფეხქვეშ თელავენ სასამართლო სისტემას.

„გინდ შავი უწოდეთ და გინდ შავბნელი საქმეების გამტარებელი ადამიანების სია, ეს სია უნდა შედგეს, უნდა გადაეცეს ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოს, ევროპის, კანადის, აშშ-ს მთავრობებს და მათ არ უნდა ეღირსოთ ევროპასა და ამერიკაში მგზავრობა. დაე იარონ მოსკოვში, ვლადივოსტოკში და სვერდლოვსკში," - აცხადებს რომან გოცირიძე.

„ნაცმოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე თანაპარტიელის ინიციატივას იზიარებს და აცხადებს, რომ სიაში უნდა მოხვდეს ყველა, ვინც იღებს პოლიტიკურ გადაწყვტილებას და არღვევს ადამიანის უფლებებს. მისი თქმით, როცა მოსამართლეს ასეთი პროგრამიდან ამოაგდებ, როელიც პროფესონალიზმს ზრდის და ადამიანის უფლებებს უსამს ხაზს, პოლიტიკური გადაწყვტილებების შემდეგ ისინი ცივილიზეებული სამყაროს ნაწილი ვერ იქნებიან ადამიანის უფლებების კონტექსტში. „კლანის, რომელზეც სახელმწიფო დეპარტამენტი საუბრობს... სახელი, გვარები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ყველამ იცის, მათ შორის სენატსა და კონგრესში," - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

„ოცნებაში" კი აცხადებენ, რომ ნაცმოძრაობის მიერ „შავი სიების" შედეგენის იდეა ახალი არ არის. თეა წულუკიანის განცხადებით, ის უკვე მერამდენე წელია წელიწადში რამდენჯერმე აქვეყენბს ასეთ სიას, მაგრამ ვერც ერთხელ წარმატექული ვერ იქნა. კულტურის მინისტრი ურჩევს ოპოზიციას, ან სიის ფერი შეცვალონ ან რაღაც ახალი მოიგონონ.

მოსამართლეების „შავი სიის" შექმნას, არასერიოზულს უწოდებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე და აცხადებს, რომ გოცირიძეს თავად შეუძლია ასეთი სიის შედგენა, რადგან დღეს მოქმედი მოსამართლეების უმეტესობა სწორედ სააკაშვილის დროს დაინიშნა.

„ხელისუფლებას მაშინ უნდა ეფიქრა, როცა ჩვენი პატნიორების მხრიდან იყო მოთხოვნა გადაევადებინათ მოსამართლეთა დანიშვნები, ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა და ყოველგვარი პაუზის გარეშე მოხდა მოსამართლეთა დანიშვნა. ჩემი ცხოვრების მანძილზე არ მახსოვს, რომ სასამართლოს მიმართ ყოფილიყო ნდობა, მით უფრო მას შემდეგ, რაც ამ მოსამართლეებმა „ნაცმოძრაობის" ნათლობა გაიარეს. შემდეგ კი „ოცნებამ" გადანათლა. დღეს მთავარია მოხდეს სისტემის რეფორმირება და სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის აღდგენა. რაც შეეხება ხელისუფლების ოპონენტების განცხადებებს მიოსამართლეთა სიების შედგენასთან დაკავშირებით, ეს არსერიოზულია. რომან გოცირიძეს შეუძლია თავად შექმნას ეს სიები, რადგან მოქმედი მოსამართლეების უმეტესობა სწორედ სააკაშვილის მმართველობის დროს დაინიშნა," - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×