ელზა პაპოშვილი
05.07.2022

სად გაუჩინარდა 22 წლის ლიკა გიორგობიანი, რომელსაც პოლიცია და ოჯახი უკვე მე-6 დღეა ეძებს. გოგონა წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიპიდან 30 ივნისს, დილის ათის ნახევრისკენ სახლიდან  გავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. როგორც მისი ოჯახი აცხედებს, ახალგაზრდა ქალი 21 წლის ძმასთან ერთად ცხოვრობდა. მისი მშობლები საბერძნეთში წლებია ემიგრაციაში იმყოფებიან. თუმცა, მისი დაკარგვის შემდეგ ისინი 3 ივლისს საქრათველოში ჩამოვიდნენ. 

გოგონას დედამ  ხათუნა გიორგობიანმა „რეზონანსს“ უთხრა, რომ ლიკამ დილით ძმას უთხრა ნაგვის გადასაყრელად მიდიოდა. ის სახლის ფორმაში გავიდა და ამის შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა. თუმცა, სოფლის მცოხვრებლებმა ის ზურგჩანთით და სხვა ტანსაცმლით უკვე სოფელში მიმავალი დაინახეს. მათ მოეჩვენათ, რომ ის სახეზე ხელებს იფარებდა, რათა ადგილობრივებს არ ეცნოთ. 

დედა და-ძმას შორის რაიმე სახის კონფლიქტს გამორიცხავს. მას პორბლემები არც მშობლებთან არ ჰქონია. დედის ინფორმაციითვე, გოგონას შეყვარებული არ ჰყავს, ამიტომ მათთვის ამოუხსენელია რა გახდა მისი სახლიდან წასვლის მიზეზი. 

ლიკა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. ის სტომატოლოგიურზე სწავლობდა. ძმასთან ერთად თბილისში ცხოვრoბდა, თუმცა, ონლაინ გამოცდების გამო, ის უკვე 3 კვირაა სოფელში ძმასთან ერთად იმყოფებოდა. 

„ადგილობრივებმა ნახეს, რომ ზურგჩანთა ეკიდა და სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა. მათ მოეჩვენათ, რომ სახეს მალავდა. თითქოს არ სურდა ვინმეს ეცნო. სახლიდან მხოლოდ ტანსაცმელი აქვს წაღებული. ტელეფონიც სახლში დაუტოვებია. თან სავარაუდოდ, არც პირადობა აქვს, რადგანაც ვადა ჰქონდა უკვე გასული. 

“მერე მითხრა, რომ დაკარგა. ამ გაუჩინარებას ვერაფერს ვუკავშირებ. წლებია რაც საბერძნეთში ვცხოვრობთ. და-ძმამ ერთმანეთი გაზარდეს. ჩემს მეუღლესთან ერთად ვარ წასული და ბავშვები მარტონი ცხოვრობდნენ. თბილისში ბინა გვქონდა ნაქირავებელი და იქ ცხოვრობდნენ. ახლა ფინანსურად საბერძნეთშიც გაგვიჭირდა და  ვუთხარი, რომ საქართველოში ცოტახანს ვბრდუნდებოდით. ამიტომ ჯობდა სოფელში წასულიყვნენ. გამოცდებს მაინც ონლაინ აბარებდა. არ ვიცი, გაბუტვა ან წყენა არ შემიმჩნევია. არაფერი უთქვამს. შეყვარებულიც ვიცით რომ არ ჰყავს. ძმას დაუმალა სად მიდიოდა, რადგან, როცა ჩემმა ბიჭმა სახლიდან გასვლის წინ ჰკითხა, სად მიდიხარო, სახლის ფორმაში იყო, არც ჩანთა ჰქონდა თან“, - გვიყვება ხათუნა გიორგობიანი. 

ლიკა გიორგობიანის კვალი ხონში იკარგება, სადაც მან პირველ ივლისს, სასტუმროში გაათენა ღამე, მომდევნო დღეს კი იქვე, ერთ-ერთი საკვები ობიექტის თანამშრომლებს უცხო ენაზე ელაპარაკა. ის ოჯახის ინფორმაციით ინგლისურს იმდენად კარგად ფლობს,  მომსახურე პერსონალი ვერ მიხვდა, რომ ის ქართველი იყო. მათ ის უცხოელი ეგონათ. ამის შესახებ ინფორმაცია ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღო. გოგონას კვალი პირველი ივლისის შემდეგ უკვე გაუჩინარებულია. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ახალგაზრდა ქალის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. უწყების პრეს-სამსახურში გვეუბნებიან, რომ ლიკა გიორგობიანის სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.      

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×