ია აბულაშვილი
05.08.2022

მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს ქართული პოლიტიკიდან გასვლის შესახებ ოფიციალური მიმართვა ამ დრომდე თავად არ გაუკეთებია, ეს თემა პოლიტიკურ სპექტრში აქტუალობას არ კარგავს. რა პერსპექტივა აქვს მის გარშე დარჩენილ ნაცმოძრაობას და შეცვლის თუ არ პოლიტიკურ სურათს სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლა? ექსპერტთა ვარაუდით, პარტია გაიყოფა ან საერთოდ დაიშლება. პოლიტოლოგი ედიშერ გვენეტაძე კი დარწმუნებულია, რომ ეს სააკაშვილის მორიგი ფანდია და „თუ დასჭირდა, შეიძლება საერთოდაც უარყოს ხმები მისი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ."

„სააკაშვილი როდის ყოფილა თანმიმდევრული თავის განცხადებებში? როგორც მას აწყობს, ისე იტყუება. რა გარანტიაა, რომ საერთოდ არ უარყოს ხმები მისი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ? ჯერ აკვირდება მოვლენებს და ამიტომაღ არ აკეთებს განცხადებას. გინდაც არ წავიდეს, მის პარტიას უკვე ჩამოლაბორანტებული ჰყავს. გახსოვთ ალბათ, როგორ უკრძალავდნენ მის მხარდამჭერებს, მიტინგზე მიშა არ ახსენოთო. მიშამაც იცის, რომ სადავეები გაექცა. ჩამოსვლის დღიდან ახალ-ახალ „ტრიუკებს" იგონებს, ესეც მორიგი ფანდია, როგორ დააღწიოს ციხეს თავი.

„აყველაფერი შეიძლება ამ ქვეყანაში მოხდეს, მაგრამ დღეს საზოგადოებაში ისეთი განწყობაა, ხელისუფლებამ რომ მიშა გაათავისუფლოს, თვითონაც მიჰყვება. რა პასუხი უნდა გასცეს ათასობით ადამიანს, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა ციხეში ჩაყარა, აწამა, ქუჩაში დახოცა? განსაკურებულ კანონს ხომ ვერ მიიღებს მის გასათავისუფლებლად? ხელისუფლება ხალხის ნებას ვერ გადავა, ამიტომ სააკაშვილი სასჯელს ბოლომდე საქართველოში მოიხდის.

„რაც შეეხება ბელადის გარეშე დარჩენილ ნაცმოძრაობას, პარტიაში დაპირისპირება, დიდი ხანია, დაწყებულია, სააკაშვილის გარეშე კი სულ დაიშლება. ქართველ ხალხს არც მიშა აინტერესებს და არც ნაცმოძრაობა, გინდა პოლიტიკიდან წასულან და გინდა ელარჯი აკეთონ. მოცემულობა ასეთია, მიშასთვის ნაცმოძრაობა არის ტვირთი და საზიანო, პარტიისთვის კი მიშა არის ტვირთი და საზიანო. ასე რომ, სააკაშვილის 20-წლიანი პოლიტიკრი ოდისეა საქართველოში მთავრდება. ხელისუფლებამ ამ დესტრუქციულ ძალას, ნაცმოძარობასა და მის ბელადს ყველა პოლიტიკური თამაში მოუგო," - განაცხადა „რეზონანსთან" ედიშერ გვენეტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×