ელზა პაპოშვილი
05.08.2022

ექიმებს შორის სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები ხდება ცნობილი - რა მოხდა  კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში.  როგორც „რეზონანსისთვის“ ხდება ცნობილი კლინიკის დირექტორი მისავე კოლეგამ საკუთარ კაბინეტში დაჭრა. ირკვევა, რომ სიხლიან ანგარიშსწორებას ექიმებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. დისპანსერის ხელმძღვანელს გიორგი გალდავას კოლეგისგან ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი  ტყვია მხარში მოხვდა და მას სასწრაფო ოპერცია ჩაუტარდა. სავარაუდო თავდამსხმელი მედიკოსი კი ამ ჟამად  გაცეულია, მას პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით  ეძებს. 76 წლის თეიმურაზ ბეჟანიძე კლინიკდან გაქიცა და მის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. 

კლინიკაში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს, რადგანაც შემთხვევის დროს კაბინატში მხოლოდ დირექტორი და სავარაუდო დამნაშავე იმყოფებდონენ. ამიტმ მათ უჭირთ ზუსტად საუაბრი რა შეიძლება მათ შორის დაპირიპირების მიზეზი გამხდარიყო. 

„ასე ორის წუთები იქნებოდა, როცა კლინიკაშის სროლის ხმა გავიგეთ. ექიმები შევარდნენ დირექტორის კაბინეტში და ის უკვე მხარში დაჭრილი დახვდათ. მანვე თქვა, ვინც ესროლა. ის შემთხვევის ადგილიდან მალევე მიიმალა. არ ვიცით რა გახდა დაპირისპირების  მიზეზი, კაბნიეტში საუბრობდნენ და უცბად ესროლა. დირექტორი ყველა თანამშრომელზე მართლაც ზედ არის გადაყოლილი და რა გახდა მისი უკმაყოფილების მიზეზი არ ვიცით. აქ ფინანსური დაინტერესება და რაღაცეები არ არის და აბსურდია იმაზე საუბრი, რომ ჩხუბი რაღაცა თანხის გამო მოხდა. დაჭრილი  ექიმებმა  სასწრაფოს მოსვლამდე საავადმყოფოში  საკუთარი ძალებით წაიყვანეს“,-ამბობს დაჭრილი დირექტორის კოლეგა „რეზონანსთან“.   

დაჭრილი დირექტორის  მკურნალი ექიმი აცახდებს, რომ კლინიკის დირექტორს ჭრილობა მხრის არეში აქვს  მიყენებული. მას სასწრაფო ოეპრაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ  სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. ის რეამინაციულ განყოფილებაში იმყოფება და მდგომარეობას მედიკოსები აკვირდებიან. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი  გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×