ელზა პაპოშვილი
10.10.2022

ფემიციდის მორიგი ფაქტი კახეთში - თელავში ალაზნის ქუჩაზე, 26 წლის ქალი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ, მეგობარმა მამაკაცმა ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი აბაზანაში ყელი გამოჭრა. ამ საზარელ ფაქტს 6 წლის გოგონა და მისი  წლინახევრის და შეესწრნენ. გოგონა დახმარებას მეზობლებისგან ითხოვდა, თუმცა, როცა ვერაფერს გახდა, გვერდით კორპუსში მცოვრებ ბებიასთან გაიქცა. გოგონას დედამ დახმარებისთვის პოლიციაში დარეკა, თუმცა, ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ქალი უკვე მოკლული დახვდათ, მამაკაცი კი გაქცეული. 

თეონა ბაღანაშვილის მკვლელობის დროს მამაკაცმა სახლში მუსიკა ხმამღალ ხმაზე ჩართო, რათა მეზობლებს ქალის განწირული ყვირილის ხმა არ გაეგონათ. ირკვევა, რომ მამაკაცი ქალზე ძალადობისთვის დაკავებული იყო და ის მოსამართლემ რამდენიმე დღის წინ გირაოთი გაათავისუფლა. მამაკაცი მეგობარ გოგონასთან საქმის გასარჩევად მივიდა და მას სასტიკად გაუსწორდა. პოლიციამ ის ცხელკვალზე მალევე, რამდენიმე საათში დააკავა. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15-წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.  

„ძალადობდა, როგორც ამ გოგოზე, ასევე მის 6 წლის გოგონაზე და დედაზეც კი. პოლიციაში არაერთხელ დაურეკიათ და შემაკავებელი ორდერიც გამოუწერეს. დაკავბეული იყო. ორი კვირის წინ სცემა გოგოც და ბავშვიც. თეონას ახრჩობდა და მაშინ მოკვლას გადარჩა. ნაქირავებელ ბინაში ცოხვრობდა დედასთან ახლოს, სულ 2 კვირის გადმოსულია. მოსამართლე მამუკა წიკლაურმა 2000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. ეს არის საქმე? მკვლელი გამოუშვა, რომელმაც 26 წლის გოგო შვილების თვალწინ ჯერ სცემა, შემდგე კი ყელი გამოჭრა.

„ნასვამ მდგომარეობაში ყოფილა და საქმის გასარჩევად  მიუკითხებია. მუსიკა ხმამაღალზე ჩაურთავს, რომ მეზობლებს გოგო ყვირილის ხმა არ გაეგონათ. პატარა გოგო გამოქცეულა სახლიდან და შეშინებული ჯერ სადარბაზოსთან წვიმაში მდგარა, მერე კიდევ მოუფიქრებია და ბებიასთან გაქცეულა. უთქვამს ჩქარა თორნიკე მოვიდა და დედას ახრჩობსო. დედამ დარეკა პოლიციაში, მაგრამ რომ მივიდნენ უკვე აბაზანაში მკვდარი დახვდათ. წლინახევრის ბავშვი მკვდარ დედას ეხვევოდა. ასეთი საზარელი სურათი დახვდათ პოლიციელებს“, - ყვება „რეზონანსთან“ მოკლული ქალის ახლობელი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×