ელზა პაპოშვილი
11.10.2022

საზარელი მკვლელობა თბილისში -  ვაჟა-ფშაველაზე ნაქირავებ ბინაში მოკლული უკრაინელი ქალის ცხედარი იპოვეს. სავარაუდოდ, ქალი ერთი კვირის მოკლული უნდა იყოს. მეზობლები სახლიდან უსიამოვნო სუნმა შეაწუხა, თუმცე ვერ ხვდებოდნენ რა იყო მიზეზი. მკვლელობის შესახებ კი მაშინ შეიტყვეს, როდესაც ქალს ტაქსის მძღოლმა მოაკითხა და მისი ამბით დაინტერესდა. ახალგაზრდა ქალი ტაქსით ხშირად სარგებლობდა და რადგანაც ერთი კვირის განმავლობაში არ გამოჩნდა, მძღოლს ეჭვი გაუჩნდა, რომ რაღაცაში იყო საქმე.

ტაქსისტმა ქალს სახლში მიაკითხა, თუმცა მან  კარი  არ გაუღო. ამის შემდეგ ტაქსის მძღოლმა და მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს. კარის გახსნის შემდეგ კი სახლში შესულებს საზარელი სურათი და აუტანელი სუნი დახვდათ. ქალი საძინებელ ოთახში  მოკლული ნახეს. 

პოლიციამ მალევე ცხელ კვალზე მისი მეგობარი  39 წლის მამაკაცი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ქალს და მის მეგობარს  შორის შელაპარაკება მოხდა, რის გამოც მან ქალს დაზიანებები მიაყენა. მოტივი კი შურისძიება გახდა - ქალს მეგობარ კაცთან ურთიერთობის გაწყვეტა სურდა. 

„მთელი ერთი კვირის განმავლობაში სახლიდან საშინელი სუნი გამოდიოდა, მაგრამ ვერავინ გავიგეთ რა ხდებოდა. ეს ბინა ვიცოდით რომ გაქირავებული იყო, მაგრამ რას ვიფიქრებდით, რომ ეს უბედურება მოხდებოდა. 

„ახალგაზრდა უკრაინელი გოგო ცხოვრობდა. დაახლოებით წელიწადნახევარია, რაც აქ იყო გადმოსული. წყნარი, მშვიდი, მისგან ზედმეტი ხმა არ გაგვიგია. არც ახლა ჩხუბის ან რაიმე კონფლიქტის ხმა არ ყოფილა. 

„მეზობელი ქლორს ასხამდა სადარბაზოში, ანტისანიტარია ხომ არ არის სადმეო, მაგრამ სუნი არ გადიოდა. მერე მოვიდა ახალგაზრდა კაცი და ამ გოგოს კარზე უკაკუნებდა. კარი რომ არავინ გაუღო, მერე მეზობელთან დააკაკუნა. იკითხა, ეს გოგო ხომ არ დაგინახავთ, მისი ტაქსის მძღოლი ვარ. უნდა გამოსულიყო ერთი კვირის წინ და სადღაც უნდა  წამეყვანა, მაგარმ იმის მერე გაქრაო. ახლა ავდექი და სახლში მოვაკითხე, ნეტა რამე ხომ არ უჭირსო. 

„ავდექით და პოლიცია გამოვიძახეთ. კარი სამართალდამცველებმა გახსნეს  და საზარელი სანახაობა დახვადთ. ქალი კაი ხნის მოკლული სახლში იყო და სუნიც იქიდან გამოდიოდა. ახალგაზრდა ბიჭი დაუკავებიათ. გარე კამერებით ნახეს, რომ ბოლოს მასთან ერთად შევიდა. ეს ბიჭი კი მარტო გამოვიდა და ქალის კვალიც გაქრა. რაღაც კონფლიქტის ნიადაგზე მოუკლავს. დეტალები არ ვიცით“, - უყვება „რეზონანსს“ ერთ-ერთი მეზობელი. 

პოლიცია იუწყება, რომ ამ საქმეზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პ.პ. დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, შურისძიების მოტივით, 1970 წელს დაბადებულ ო.პ.-ს, მისსავე ნაქირავებ ბინაში, ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული თბილისში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×