ელზა პაპოშვილი
17.10.2022

სისხლიანი გარჩევა რუსთავში - სამმა პირმა 40 წლამდე კაცს ჯერ სცემა, შემდეგ კი ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს. დაზარალებული კლინიკაშია მოთავსებული და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც ადგილობრივები ყვებიან, მშენებელთა ქუჩაზე , "ჰაიდელბერგ" ცემენტის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე სისხლიან დაპირისპირებას წინ სიტყვიეერი შელაპარაკება უძღვოდა. სავარაუდოდ, საქმე ყოფით ნიადაგზე გარჩევას უკავშირდება. 

სავარაუდო დამნაშავე კი  3 პირია: ძმები და მათი ბიძაშვილი. არსებული ინფორმაციით, მხარეებს შორის კონფლიქტი ავტომობილში დაიწყო. ძმებმა ბიძაშვილთან ერთად მამაკაცს მიაკითხეს  და საქმის გასარჩევად ავტომობილში ჩაისვეს. ამის შემდეგ კი   დაპირისპირება ცენტრალურ ავტომაგისტრალზე გაგრძელდა. თუმცა, დაჭრილმა მამაკაცმა ავტომობილიდან გადმოხტომა შეძლო და დახმარება ითოხვა. ის ნაცემი იყო და ჭრილობები ფეხის არეში ჰქონდა მიყენებული.  

„ყვირილის და ჩხუბის ხმა გავიგონეთ, დაჭრილი ადგილობრივი, აზერბაიჯანელია. როგორც გავიგეთ, ორ ძმას და მათ ბიძაშვილს საქმის გასარჩევად მოუკითხიათ. რა არის კონფლიქტის მიზეზი, არ ვიცით. ხმაური რომ გავიგეთ გარეთ გავედით. ვნახეთ, რომ ეს ბიჭი ხელს  ფეხზე იკიდებდა და ამბობდა, რომ დაჭრილი იყო. 

„ავტოტმობილში ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება მოსვლიათ, მერე ეს ბიჭი უცემიათ და ჭრილობები ფეხის არეში მიაყენეს.  მოუხერხებია და ავტომობილიდან გადმომხტარა. რას ედავებიან, არ ვიცით. დეტექტივიც იყო მოსული და ყველა გამოგვკითხეს. კამერები არ გვაქვს, მაგრამ "ჰაიდელბერგს" აქვს. მგონი თვითონ დაასახელა, ვინც იყო, ნაცნობები იყვნენ, იცნობდნენ ერთმანეთს მემგონი", - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანრმთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, სამართალდამცველებმა 2 პირი უკვე დააკავეს, ერთის ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობენ.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×