ელზა პაპოშვილი
22.10.2022

აფეთქება თბილისში, ლაღიძის ქუჩაძე - შაბათს დღისით ორ ადამიანს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ხელყუმბარის სროლა მოჰყვა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, აფეთქებას იმხელა ხმა და სიმძლავრე ჰქონა, რომ ახლომახლო შენობები შეზანზარდა შეშინებულმა მოსახლეობამ სახლები სასწრაფოდ დატოვა.

აფეთქების ხმა ადგილობრივებმა 11 საათზე გაიგეს. თუმცა მანამდე მათ ახალგაზრდების ხმამაღალი საუბარი და ესმოდათ, რასაც ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. ამის შემდეგ კი ერთ-ერთმა მათგანმა ხელყუმბარა გახსნა და მეოერს ესროლა. 

დაზიანება სამმა ადამიანმა მიიღო, მათ შორის ორი შემთხვევითი გამვლელია. ერთ-ერთ მათგანს, ადგილობრივების ინფორმაციით, თვალი ჰქონდა დაზიანებული. 

ერთ-ერთი ვერსიით, ჩხუბში მონაწილე ორი პირი ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარები არიან და შენობიდან გამოდიოდნენ. კონფლიქტი სწორედ მათ შორის მოხდა. თუმცა დაპირისპირების მიზეზი რა გახდა, ჯერჯერობით უცნობია. ადგილობრივები ჟურნალისტებთან იმასაც ამბობენ, რომ მეტადონის ცენტრის შენობასთან ბენეფიაციარებს შორის ჩხუბი საკმაოდ ხშირად ხდება.

„არ ვიცით კონფლიქტი ორ ადამიანს შორის რატომ დაიწყო. გინების და ჩხუბის ხმა გავიგეთ. შემდეგ ერთმანეთს სცემდნენ. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ამის მერე კი აფეთქების ხმა შემოგვესმა. იმხელა აფეთქება იყო, რომ შეშინებულები სახლებიდან გამოვცვივდით. 

„სამი ადამიანია დაშავებული. ერთი ჩხუბში მონაწილე ახალგაზრდა და ორი ჩვეულებრივი გამვლელია. ამბობენ, რომ ე.წ. ლიმონკა ერთმა ახალგაზრდამ მეორეს ესროლა. ის ერთი ადგილიდან მიიმალა. დააკავა თუ არა პოლიციამ, არ ვიცით. 

„სასწრაფო ხალხმა გამოიძახა და მას პოლიციაც მოჰყვა. ადგილობირვები არიან თუ  არა არც ეს ვიცით. ამოცნობით მეზობლებმა ვერ ამოვიცანით“, - ამბობს „რეზონანსთან“ ერთ-ერთი ადგილობრივი.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 19-109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×