ელზა პაპოშვილი
02.11.2022

კვლავ უცნობია რა გახდა ზესტაფონში 23 წლის ახალგარზა მამაკაცის მკვლელობის მიზეზი. ადგილობრივებს უჭირთ საუბარი რატომ მოკლა კაცმა კარის მეზობელი და მოგვარე. 

საკუთარ მოგვარეს კახაბერ მუმლაძემ ზესტაფონის რაიონის სოფელ წიფლავაკეში სახლის ფანჯრიდან ესროლა. ერთი გასროლა ნოდარ მუმლაძისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, მამაკაცი, რომელიც სისხლისგან იცლებოდა, კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. 

სოფელში ამ დრომდე არ იციან, თუ რას მოჰყვა ნათესავებს შორის დაპირისპირება, რომელიც სიკვდილით დასრულდა. ამის მიზეზი ბრალდებულს არც სასამართლოში განუმარტავს, მან დუმილის უფლება გამოიყენა.   

„არავინ არ იცის რა მოხდა. გვერდიგვერდ მეზობლები არიან და ნათესავები. ადრე არანაირი კონფლიქტი არ ჰქონიათ, პირიქით, ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. 

„სახლის ფანჯრიდან ეზოში მყოფ ბიჭს სანადირო თოფიდან ესროლა. ამ ამბავს მათ გარდა არავინ შესწრებია. ოჯახის წევრები მხოლოდ ხმაურის და სროლის ხმაზე გამოვიდნენ. ბიჭი უკვე ეზოში იწვა და სისხლად იცლებოდა. 

„მანამდე რაღაცა სიტყვიერი შელაპარაკება მოსვლიათ, მაგრამ რაზეა საუბარი, ყველას უჭირს. კარგი მეზობლობა და ნათესაობა ჰქონდათ. ამიტომ გვიჭირს ზუსტად რა მოხდა და რა გახდა ამ საშინელი დანაშაულის მიზეზი“, - ყვება ერთ-ერთი მეზობელი „რეზონანსთან“.      

ფაქტზე კი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.     

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×