ელზა პაპოშვილი
09.11.2022

ქოლცენტრების საქმეზე კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა - სად მიდის ტრანსნაციონალური გამოძიების კვალი?!  

ირკვევა, რომ საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში ჩხრეკა ჩატარდა ვაკეში, აქსის თაუერში მდებარე ოფისებშიც, რომელიც ბიზნესმენ იოსებ მგელაძის მფლობელობაშია. თავის მხრივ, იოსებ მგელაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორია. ის წლების განმავლობაში მართავს კეზერაშვილის ოჯახთან დაკავშირებულ კომპანიებს. მგელაძე გახლავთ ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული SOBBIA HOLDINGS CORPORATION-ის დირექტორიც, რომლის ოფშორულ აქტივები, “პანამა ფეიფარსის“ მონაცემებით დავით კეზერაშვილის მფლობელობაშია.

იოსებ მგელაძის სახელი ფიგურირებს "საერთაშორისო გამჭირვალეობის" მიერ 2013 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშიც, სადაც ხაზგასმულია დავით კეზერაშვილთან დაკავშირებულ ოფშორულ კომპანიებში იოსებ მგელაძის, როგორც კომპანიების დირექტორის როლი. 

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ტრანსნაციონალური გამოძიების ფარგლებში საქართველოსა და სხვა სამი ქვეყნის ტერიტორიაზე სპეციალური ღონისძიებები ჩატარდა. გენერალურ პროკურატურაში დღეს ქართველ სამართალდამცველებთან ერთად დანაშაულის დეტალებზე საქმეში ჩართულმა გერმანელმა პროკურორმაც ისაუბრა. მათთან ერთად იმყოებოდნენ გერმანიის ელჩი საქართველოში და გერმანიის პროკურატურის წარმომადგენლები. მათ საქართველოს პროკურატურას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ საერთაშორისო დონის და მასშტაბის დანაშაულებრივი სქემის გახსნა მოხხდა. 

"საქართველოს პროკურატურის და 7 ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მიერ, ერთდროულად სამი ქვეყნის - საქართველოს, ალბანეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩატარდა.

ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიციის, პროკურატურის და საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები ათეულობით ლოკაციაზე ჩაატარეს.

ფართომასშტაბიან ღონისძიებაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 60 და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 300-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა. 

ღონისძიების ფარგლებში, განხორციელდა ხუთი ე.წ. ქოლცენტრის, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებულია ასეულობით ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ათეულობით ობიექტიდან გამოთხოვილია ელექტრონული ინფორმაცია. ამავდროულად ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებებს და საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხას“, - განაცხადეს გენერალურ პროკურატურაში დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.   

ბამბერგის უფროსმა პროკურორმა ნინო გოლდბექმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე გენერალურ პროკურატურაში­ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პროკურატურის და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს მიმართა და განაცხადა, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად არაჩვეულებრივი შედეგი დაიდო არა მხოლოდ გუშინ, არამედ გასული თვეების განმავლობაში. 

ნინო გოლდბექმა ბრიფინგზე საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ისეთი სანდო და აქტიური პარტნიორების არსებობა, როგორიც საქართველოს გენერალური პროკურატურაა.

"დაუღალავი შრომის გარეშე არასდროს მოხერხდებოდა ამ კომპლექსური ღონისძიებების წარმატებით განხორციელება. სრულიად ცალსახაა, რომ ამ საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ძიება ჯერ არ დასრულებულა. ამოღებულია მონაცემები, მტკიცებულებები და ამას კიდევ მრავალი თვე დასჭირდება. კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ქართველ სამართალდამცველებს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის“ , - განაცხადა გერმანელმა პროკურორმა.    

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ისეთი სანდო და აქტიური პარტნიორების არსებობა, როგორიცაა საქართველოს გენერალური პროკურატურა. ამ დანაშაულების შედეგად უზარმაზარი ზიანი დგება და ამიტომ მჭიდრო თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„აღნიშნულ საქმეზე ჩვენ ერთობლივად მოვახერხეთ და არაჩვეულებრივი შედეგი დავდეთ. ქართველი პროკურორების დაუღალავი შრომის გარეშე არასდროს მოხერხდებოდა ამ კომპლექსური ღონისძიებების წარმატებით განხორციელება. მით უფრო მნიშვნელოვანია სანდო და აქტიური პარტნიორების არსებობა, როგორიცაა საქართველოს გენერალური პროკურატურა”,- განაცხადა ბამბერგის პროკურორმა.

მისივე თქმით, საქართველოში და სხვა ქვეყნებში ამ მიმართულებით ჯერ არ დასრულებულა გამოძიება.

"მოძიებული და ამოღებულია მტკიცებულებები და ამ საგამოძიებო მოქმედებებს მრავალი თვე დასჭირდება. კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ქართველ სამართალდამცველებს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა ნინო გოლდბექმა. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×