ელზა პაპოშვილი
05.02.2023

აცანის მონასტერში სისხლიანი გარჩევა ერთი ადამიანის დაჭრით დასრულდა. ირკვევა, რომ მონასტერში ნასვამმა ახალგაზრდებმა ჩხუბი დაიწყეს, ხოლო მათ გაშველებას მონასტრის მღვდელი ცდილობდა. თუმცა ახალგაზრდებს შორის ფიზიკური ანგარიშსწორება ერთი პირის დაჭრით დასრულდა. არსებული ინფორმციით,  დაჭრილი მამაკაცი მამაომ ლანჩხუთის კილიკამდე მიიყვანა, მაგრამ გზაზე დატოვა. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაპირისპირებული ახალგაზრდები ტაძარში მოღვაწე სტიქაროსნები არიან.

ტაძრის წინამძღვარი კი ამბობს, რომ მან სტიქაროსანი საავადმყოფომდე მიიყვანა, სადაც მისი მეუღლე მუშაობს. ბიჭმა მხოლოდ ის უთხრა, რომ ჩხუბის დროს რაღაც დაიზიანა და საავადმყოფომდე მიეყვანა, მას არც გადაადგილება და არც საუბაარი არ უჭირდა. 

საქმის მასალების მიხედვით კი, დაჭრილი ახალგაზრდა მამაომ  გზაზე იმიტომ ჩამოსვა, რომ არ სურდა ამ საქმეში ფიგურანტი ყოფილიყო და პოლიციასთან საქმე ჰქონოდა.  

„როგორც ვიცით, ტაძარში სტიქაროსნები დამთვრალან,  ნასვამ ახალგაზრდებს ჩხუბი მოუვიდათ. ფიზიკური ანგარიშსწორება კი დაჭრით დასრულდა. ვიცით ის, რომ ბიჭმა ჭრილობები მუცლის არეში მიიღო და სისხლისგან რომ არ დაცლილიყო, ის ტაძრის წინამძღვარმა საავადმყოფომდე მიიყვანა. თუმცა ამბობენ, რომ მას გამოჩენა არ სურდა და იქვე საავადმყოფოსთან ახლოს ჩამოუსვია. 

„ბიჭი საავადმყოფოში თავისი ფეხით მივიდა. როგორც ვიცით,  ოპერაცია გაუკეთეს და ღვიძლი ჰქონდა დაზიანებული. ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა. თუმცა ასე ამბობენ, რომ მამაოს ამ საქმეში მონაწილეობა და მოწმედ გამოსვლა არ სურდა, ამიტომაც საავადმყოფოში არ გამოჩნდა. 

„თავად მამაო ამბობს, რომ არ იცოდა ბიჭი დაჭრილი თუ იყო. მას ჩვეულებრივად ელაპარაკებოდა და არც სიარული უჭირდა. მხოლოდ ის უთხრა, რომ ცემისგან მუცელი სტკიოდა. ახლა რას ედავება გამოძიება მღვდელს, არ ვიცით“, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×