ელზა პაპოშვილი
31.05.2023

ბრაზილიაში 31 წლის ილია კახაბერიძე სასტუმროს ნომერში მოკლული იპოვეს.  როგორც მისი ახლობლები ამბობენ, ახალგაზრდა მეზღვაური, ქვეყანაში ტურისტულად იმყოფებოდა. ოჯახის ახლობლები ყვებიან, რომ  საქართველოში რეისიდან ის 4 თვის წინ დაბრუნდა, რის შემდეგაც მეგობრებთან ერთად ბრაზილიაში სამოგზაუროდ წასვლა გადაწყვიტა. 1 თვეა რაც რიო დე ჟანეროში იმყოფება. რა მოხდა და რა გახდა მკვლელობის მიზეზი, მათთვის უცნობია. მხოლოდ ის იციან, რომ ის სასტუმროს ნომერში მოკლული ნახეს. 

რამდენიმე საათის წინ ბრაზილიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რიო დე ჟანეიროში ქართველი მეზღვაური, 31 წლის ილია კახაბერიძე მოკლეს. ის გემის ინჟინერი იყო.

მედია წერს, რომ ცხედარი 30 მაისს, რიოს ცენტრში, ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში იპოვეს. სასტუმროს თანამშრომელმა ადგილზე პოლიცია გამოიძახა, ნახეს კამერების ჩანაწერებიც, სადაც ჩანდა სავარაუდო დამნაშავეც.

ეჭვმიტანილი პოლიციამ უკვე დააკავა. მედია წერს, რომ მას თან ჰქონდა მოკლულის 3 საბანკო ბარათი, პირადობის მოწმობა და სხვა ნივთები.     

ილია კახაბერიძე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კირნატიდან იყო. როგორც მისი ახლობლები ყვებიან, ის 4 თბილისელ მეგობართან ერთად ბრაზილიაში სამოგზაუროდ გაემგზავრა. ხოლო ამ ხნის განმავლობაში დედას ეკონტაქტებოდა. მისი მკვლელობის შესახებ მათ ინფორმაცია საქართველოს საელჩოსგან გაიგეს. მომხდარის შესახებ მხოლოდ ის იციან, რომ ილია სასტუმროს ნომერში საწოლზე მიბმული და მოკლული იპოვეს. მკვლელობის მოტივი მათთვის უცნობია.   

„4 თვე გემზე იყო და კონტრაქტი დაასრულა. რიო დე ჟანეროში ჩამოსულა და უკვე ერთი თვეა იქ იმყოფება. მასთან ერთად, როგორც ვიცით, 4 თბილისელი მეგობარიც იყო. არ ვიცით რა მოხდა. ამ ხნის გნმავლობაში დედას ეკონტაქტებოდა და ყველაფერი კარგად იყო. სულ ახლახანს გავიგეთ ჩვენც, რომ სასტუმროს ნომერში საწოლზე მიბმული მოკლული იპოვეს. არ ვიცით, დაჭრეს და ის მოკლეს თუ რა მოხდა. დეტალები ჯერ არაფერი ვიცით. თბილისში ცხოვრობდა, ბინა აქვს. მშრომელი ბიჭი იყო და თავისი შრომით ციდლობდა ცხოვრება ენახა. ეს ერთი შვილი ჰყავს ჩემს ბიჭს და გავუბედურდით სულ“, - ყვება მოკლული მეზღვაურის ბებია.    

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×