შემზარავი დანაშაული ქვემო ქართლში - 72 წლის მამაკაცს, 26 წლის გოგოს და 14 წლის არასრუწლოვან ბიჭზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. გამოძიების მიხედვით, მამაკაცი შეზღუდული შესაძლებლობის მსხვერპლებზე, სავარაუდოდ, სისტემატიურად ძალადობდა. ორივე დაზარალებულს მეტყველების პრობლემები აქვს, შესაბამისად, მათ დიდი ხნის განმავლობაში ამაზე საუბარი უჭირდათ. მამაკაცი, რომელსაც გამოძიება ამ მძიმე დანაშაულს ედავებ, იმ სარეაბილიტაციო ცენტრის მძღოლია, რომელსაც მეტყველების პრობლემის მქონე ბენეფიციარები ცენტრიდან სახლში დაჰყავდა.
ამ მძიმე ამბის შესახებ 26 წლის გოგონამ მოახერხა და დედას უამბო. გოგონამ მშობელს უთხრა, რომ მათი მძღოლი უცნაურად ეხებოდათ. დედა დაეჭვდა და მომხდარის შესახებ სარეაბილიტაციო ცენტრის დირექტორს მოუყვა. მამაკაცი დაიბარეს და გამოკითხეს, თუმცა მან ყველაფერი უარყო. ამის შემდეგ კი საქმეში პოლიცია ჩაერთო და მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ავტომობილში სათვალთვალო კამერები დაამონტაჟეს. თვალთვალის შემდგე კი გამომძიებელმა შემზარავი ვიდეო კადრები იხილა - გოგონა მართალი აღმოჩნდა და ჩანაწერში იმაზე საშინელი დანაშაული იყო აღბეჭდილი, ვიდრე გოგონა გადმოცემას ახერხებდა.
მძღოლი დააკავეს და სასამართლო სხოდმები დახურულ რეჟიმში მიმიდნარეობდა. მას 17 წელი აქვს მისჯელი, თუმცა ის დანაშაულს კვლავ უარყოფს და საქმე ახლა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
ადაგილობრივები „რეზონანს“ უყვებიან, რომ მამაკაცი წლებია ამ სარეაბილიტაციო ცენტრში მუშაობდა. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი დანაშაული მას სხვა ბენეფიცილების მიმართაც ჰქონდეს ჩადენილი.
„ეს კაცი ამ სარეაბილიტაციო ცენტრში 7 წელი იქნება, რაც მუშაობს. რაც ვიცით ისაა, რომ მიკროავტობუსი ჰყავს და აქ იყო მძღოლად დასაქმებული. შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვები დაჰყავდა სახლიდან სარეაბილიტაციო ცენტრში და პირიქით.
„რაც გავიგეთ ისაა, რომ პოლიცი მოვიდა და დააკავეს ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით. ერთ-ერთ გოგონას უთქვამს, რომ მას ცუდად ეხებოდა და დაეჭვდნენ. პოლიციამ სათვალთვალო კამერები დააყენა და იქ დაინახეს, რომ ბავშვი მართალი იყო.
„კიდევ ყოფილა ერთი 14 წლის ბიჭი, რომელზეც ასევე ძალადობდა. ორივე მათგანს საუბარი უჭირთ და ვერ გამოთქვამენ ზუსტად, რა მოხდა. თუმცა კამერების ჩანაწერებიდან უკვე ყველაფერი ჩაანსო. ამ კაცისგან მსგავსი მეზობლების ან სხვა ვინმეს მიმართ არ გვსმენია. რა ჩანს იმ კამერებზე, არ ვიცით, რადგან სასამართლო დახურული იყო. ზოგი ამბობს, რომ ცემდა ბავშვებსო და რა ვიცი, 17 წელი კი მიუსაჯეს, მაგრამ უდანაშაულო ვარო - ისევ ასე იძახის“, - ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.