ელზა პაპოშვილი
25.10.2023

დიღომში, სუპერმარკეტ "გუდვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დისტრიბუტორთან კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე, გზის არდათმობის გამო, მსუბუქი ავტომობილის მძღოლს მოუვიდა. დისტრიბუტორი სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა  ფეხის არეში დაჭრა. დაჭრილი  28 წლის კაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ "ვივამედის" კლინიკაში გადაიყვანა. სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია დატოვა.    

დაჭრილ დისტრიბუტორს თან მეწყვილე ახლდა, რომელიც პოლიციაში დაკითხვაზეა გადაყვანილი. ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას სასწრაფო დახმარება კლინიკაში უკვე აღმოუჩინეს და გაწერეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ამოღებულია კამერები, რომლიდანაც დამნაშავის იდენტიფიცირება უნდა მოხდეს. სავარაუდოდ, პოლიცია ახალგაზრდა დისტრიბუტორის დაჭრაში ეჭვმიტანილს დააკავებს.   

„როგორც ვიცით, დისტრიბუტორმა და მსუბუქი ავტომობილის მძღოლებმა იჩხუბეს. მიზეზი გზის არ დათმობა იყო. ვინ ვის არ უთმობდა, არ ვიცი, უბარლოდ გააჩერეს ავტომობილები გადმოვიდნენ  და სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა, რის შემდეგაც ეს ბიჭი ფეხში დაჭრეს. თავად ეს მსუბუქი ავტომობილის მძღოლი მგონი გაიქცა. ბიჭი სასწრაფოთი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მასთან ერთად კიდევ მეორე ბიჭიც იყო, მეწყვილე. მოვიდა პოლიცია და ამოწმებენ ყველაფერს. კამერების ჩანაწერებიც აიღეს და ალბათ გაარკვევენ ვინ არის. ეს დაჭრილი ბიჭი მგონი არც იცნობდა, უბრალოდ ორივე გზად მოდიოდა“,-ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი. 

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ამბობს, რომ 28 წლის ახალგაზრდა უკვე ბინაზე გაწერეს. 

"ნახვისას პაციენტს აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა ქვემო კიდურის არეში. დათვალიერებულ იქნა ჭრილობა, ნანახი იქნა ქირურგის მიერ, დამუშავდა ჭრილობა, ჩატარდა ლაბორატორიული კვლევები, სრული იმუნიზაცია", - თქვა "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ.

გამოძიება მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×