ელზა პაპოშვილი
27.10.2023

თბილისში ტაქსის მღოლს ტურისტების გაუპატიურებაში სდებენ ბრალს. 40 წლამდე გასან გასანოვს რუსეთის მოქალაქე ქალი გაუპატიურების ბრალდებით უჩივის. ირკვევა, რომ მთაწმინდაზე, სადაც ქალმა ტაქსის მძღოლს წაყვანა სთხოვა, მან ის დასახლებული ადგილიდან მოშორებით წაიყვანა და მასზე სექსუალურად იძალადა. ასევე წაართვა ტელეფონი და ფული. ქალი განყოფილებაში ორი დღის წინ მივიდა და საჩივარი დაწერა. თუმცა აღმოჩნდა, რომ იგივე ტაქსის მძღოლს კიდევ ერთი ტურისტი ახლა კანადის მოქალაქე უჩივის, რომელიც ამბობს, რომ ტაქსის მძღოლმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა. სავარაუდოდ,  მოძალადე ტაქსის მძღოლი უკვე დაკავებულია და ის პოლიციამ შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო პროცედურების ჩატარების დროს მიიყვანა. 

„ორი დღის წინ დავინახეთ, რომ პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მოსული. როგორც გავიგეთ, რუსეთის მოქალაქე ქალი, როემლიც ჩვენს მეზობლად ცხოვრობს, ტაქსის მძღოლს გაუპატიურებაში სდებს ბრალს. ასევე ამბობს, რომ მას ფული და ტელეფონი წაართვა. პოლიცია იყო მოსული და ქალს კითხავდნენ. ასევე ექსპერიმენტისთვის ეს პიროვნებაც მოიყვანეს. გავიგეთ, რომ კიდევ ერთი ქალი, ახლა კანადის მოქალაქე იგივე პირს გაუპატიურების  მცდელობაში ადანაშაულებს. კანადის მოქალაქე ამბობს, რომ მამაკაცმა მას ასევე სცემა და მასაც ტელეფონი და ფული წაართვა. აქ მთაწმინდაზე ძალიან ბევრი ტურისტი ცხოვრობს, ამიტომ ტაქსითაც ხშირად სარგებლობენ. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ტურისტული ზონა ტურისტებისთვის უსაფრთხო არ არის“,-ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.      

შსს-ს ცნობით, გამოძიება აღნიშნულ საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე და 19-137-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძარცვასა და გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×