ელზა პაპოშვილი
07.09.2024

უკრაინის ორი მოქალაქე ბინების და ავტომობილების ძარცვის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით ირკვევა, რომ ისან-სამგორის მიმდებარე ტერიტორიაზე ქურდობდნენ. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ბინის ძარცვის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა იქვე ქუჩაში მდგომი ავტომობილი გაძარცვა. პოლიციამ კი ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ი.ჰ. და ამავე წელს დაბადებული ლ.ი. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. 

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორივე დაკავებულს ბინების და ავტომობილის ძარცვა ედებათ ბრალდა. პოლიციის ინფორმაციით, ორივე ბრადებულის ჩხრეკისას მათ ნაძარცვი ნივთები უპოვეს. უკრაინის ორივე მოალაქე აღნიშნულ რაიონში ცხოვრობდა და როგორც  ირკვევა, ისინი გასაძარცვ ბინებს წინასაწრ არჩევდნენ. 

„გავიგეთ, რომ ბინების ძარცვის ბრალდებით ორი უკრაინელი დააკავეს. ახალგაზრდა ბიჭები არიან, ალბათ 30 წლამდე იქნებიან. აქ, ჩვენს უბანში ქირით ცხოვრობდნენ. რას საქმიანობდნენ და აქ რას აკეთებდნენ, არ ვიცით. თავისთვის წყნარად იყვნენ და კომუნიკაციაში დიდად არავისთან შედიოდნენ. 

„როგორც პოლიციის მოსვლის შემდეგ გავიგეთ, ბინების და ავტომობილების ძარცვაში ედებათ ბრალი. ორივე მათგანმა სხვადასხვა დროს სახლები გაქურდესო. კი გვესმოდა აქვე ბინების და ავტომობილების ძარცვის შესახებ, მაგრამ ვინ რა იცოდა ვინ იყვნენ. კამერების დათვალიერების შემდეგ მოხდა იდენტიფიცირებაო. სახლიც რომ გაჩხრიკეს, ნაქურდალი ნივთები ჰქონდათ“, - ამბობს დაკავებულების მეზობელი „რეზონანსთან“. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ი.ჰ.-მ თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბინაში ქურდობის მიზნით უკანონოდ შეაღწია, სადაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ნივთებს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა ლ.ი.-მ თბილისში ერთ-ერთ სახლში ქურდობის მცდელობის მიზნით შეაღწია, თუმცა განზრახვა ვერ განახორციელა. მან შემდეგ სხვა მოქალაქის კუთვნილი ავტომობილი გაქურდა. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ ბრალდებულის სახით უკრაინის ორივე  მოქალაქე დააკავა.

სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ნაქურდალი ნივთები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით“, - ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.       

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×