თვითმკვლელობა თუ უბედური შემთხვევა - რა გახდა კახეთში, დედოფლისწყაროში 38 წლის კაცის გარდაცვალების მიზეზი, ახლა ექსპერტიზამ უნდა დაადგინს. ახალგაზრდა კაცს, რომელიც მეგობრებთან რთველზე წავიდა, უკან არ დაბრუნებულა. ორდღიანი ძებნის შემდეგ კი ის სოფელ ქვემო ქედში ერთ-ერთი ადგილობრივის კუთვნილ ვენახში გარდაცვლილი იპოვეს.
ადგილობრივებს უჭირთ იმაზე საუბარი, თუ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი. უცნობია ასევე, ჰქონდა თუ არა ახალგაზრდა კაცს თვითმკვლელობის მოტივი, ან ჯამრთელობის პორბლემები. ასევე ვერ საუბრობენ იმაზე, შესაძლოა თუ არა ეს მკვლელობა იყოს.
„მეგობრებთან ერთად რთველზე იყო წასული და სახლში აღარ დაბრუნდა, ოჯახმა ძებნა დაიწყო. ორდღიანი ძებნის შემდეგ კი საკუთარ ავტომობილში, იმავე ვენახში მიაგნეს, სადაც მეგობრებთან ერთად იყო. მეგობრები ამბობენ - როგორც ვიცით, სახლში წავიდაო. მერე უკან დაბრუნდა, თუ იქვე გაჩერდა და მოხდა რამე, არავინ არაფერი იცის.
„ადგილობრივმა იპოვა მისივე ავტომობილში. თავიდან იფიქრა - ალბათ ნასვამია ვიღაც და ჩაეძინაო. რომ მივიდა ახლოს და უკაკუნებდა, რეაქცია არ ჰქონდა. მერე კარი გააღო და ეს ბიჭი უსიცოცხლოდ რომ დაინახა, პოლიციაში დარეკა. მოვიდა სასწრაფო და ნახეს - უკვე გარდაცვლილი იყო. აქვს დაზიანებები. რა აქვს - ჯერ არავინ იცის. ექსპერტიზაზეა ცხედარი გადასვენებული და პასუხს გაიგებენ.
„კაცმა არ იცის რა მოხდა. თვითმკვლელობაა, გული გაუხდა ცუდად და გარდაიცვალა, თუ რამე სხვა უბედურებაა, არავინ იცის ჯერ. ოჯახსაც საუბარი უჭირს. ყველა მაინც ექსპერტიზის პასუხის მოლოდინშია“, - ამბობს ადგილობრივი „რეზონანსთან“.
გამოძიება 115- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.