ელზა პაპოშვილი
24.09.2024

სიღნაღში, ქედელის დასახლებაში ბრმა ტყვიას 52 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მეგობრები ფრინველებზე ნადირობდნენ, რა დროსაც ერთი მათგანი ასხლეტილი ტყვიით დაიჭრა და სასწრაფოს მოსვლამდე გარდაიცვალა. კაცს დაზიანებები გულმკერდის არეში ჰქონდა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, დაჭრილის გადარჩენას თავად მისი მეგობარი ცდილობდა, რომელმაც საბედისწერო გასროლა განახორციელა, თუმცა უშედეგოდ. 

„ძალიან მძიმე ამბავი მოხდა. სრულიად უწყინარ სიტუაციში კაცი მოკვდა. ერთად ყოფილან და ამ კაცს უთქვამს - ახლა სანადირო თოფი მაქვს და მოდი, ვინადიროთო. არ ვიცი ეს საწყალი სად იდგა, როგორ იდგა... სავარაუდოდ, ხისგან ან მიწიდან მოხდა ტყვიის ასხლეტვა. არავინ არაფერი იცის. 

„ეს ორი ადამიანი იყო ერთად. თავად ეს კაციც შოკშია, არ იცის რა თქვას, უმძიმეს მგდომარეობაში იმყოფება. ჯერ თვითონ უცდია გადარჩენა, მაგრამ რომ ვერაფერი უშველა,  სასწრაფოში დარეკა. სანამ სასწრაფო მოვიდა, კაცი დაიღუპა. სასიკვდილო აღმოჩნდა ის ერთი ტყვია“, - ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

კიდევ ერთი ადგილორბივი კი ამბობს, რომ ტყვია როცა მოხვდა მეგობარს, კაცი თავიდან ვერ მიხვდა, თუ რა მოუვიდა მის მეგობარს და ეგონა, რომ უბრალოდ ცუდად გახდა. 

„როგორც ამბობენ, თავიდან ეგონა ამ კაცს, რომ მისი მეგობარი ცუდად გახდა - გული გაუხდა ალბათ ცუდად და ამიტომ წაიქცაო. რომ მივარდა, ნახა, რომ სისხლი სდიოდა და მაშინვე მიმხვდარა, რომ უბედურება მოხდა. ანასხლეტი ტყვია აქვს სავარაუდოდ მოხვედრილი. როგორ იდგა, რანაირად მოხვდა ასე - ალბათ გამოძიება დაადგენს. 

„ძალიან კარგი ადამიანია ეს კაცი და გარდაცვლილიც. პოლიცია იყო მოსული და საგამოძიებო პროცედურები ჩაატარეს. დაკავებული, როგორც ვიცით, არ არის და ალბათ გაირკვევა კიდევ ბევრი დეტალი“, - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×