ელზა პაპოშვილი
26.09.2024

დიდ დიღომში გვაინ ღამით ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. როგორც ირკვევა,  ურთიეთშელაპარაკების ნიადაგზე, მათ შორის ჯრ ფიზიკური, შემდეგ კი სისხლიანი ანგარიშსწორება მოხდა. კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ის მძიმე მდგომარეობაში ადგილზევე მიატოვეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ დამნაშავესთან ერთად კიდევ ორი მამაკაცი იყო, რომლებიც ადგილდან მიიმალნენ. დაჭრილი ახალგაზრდა კი გამვლელებმა იპოვეს. სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე პოლიცია მივიდა, რომელმაც სამივე მამაკაცი ცხელ კვალზე, რამდენიმე სააათიანი სამძებრო - საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს. 

„არ ვიცით ამ  ბიჭმა რა დაუშავათ, რა მოხდა, როგორ მოხდა, ერთი ის ვიცით, რომ ჯერ ყვიროდნენ, რაღაცა საქმის გარჩევას ჰგავდა დ მერე სროლის ხმა შემოგვესმა. გავიხედეთ და სამი ადამიანი ადგილიდან გარბოდა. დაბლა  კი ვიღაცა წაიქცა. გამოვარდა გარეთ ხალხი და ნახეს ახალგაზდა ბიჭი იყო დაჭრილი. სისხლი სდიოდა და სასწრაფო გამოიძახეს. მოვიდა პოლიცია, გარშემო კამერები ნახეს და ამოიცნეს პირები ვინც იყვნენ. ეს ბიჭი კი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. აქაურები არ არიან როგორც  ვიცით“,- ყვება ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

შსს-ს ინფორმაციით კი  თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 3 პირი დააკავეს. 

უწყების ცნობით,  ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული ა.ჯ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, ხოლო წარსულში ნასამართლევი პირები: 1969 წელს დაბადებული თ.ზ. და 1993 წელს დაბადებული ბ.ჯ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 სექტემბერს, ბრალდებულმა ა.ჯ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თბილისში, დიდ დიღომში, ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1993 წელს დაბადებულ გ.ჯ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ა.ჯ ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დაჭრის ფაქტს შეესწრნენ - ბ.ჯ. და თ.ზ., თუმცა მათ პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×