ელზა პაპოშვილი
29.10.2024

გორის რაიონის სოფელ ატენში 50 წლამდე კაცი მოკლეს. როგორც ადგილობრივების მონაყოლიდან ირკვევა, შუახნის მამაკაცს შელაპარაკება თანასოფლელთან მოუვიდა, რის შემდეგ მათ შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება, ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. ამის შემდეგ კი 50 წლის მამაკაცს თანასოფლელმა ცივირი იარაღით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც კაცი ადგილზევე დაიღუპა. მისი გადარჩენა სასწრაფო დახმარებამ ვეღარ შეძლო. მამაკაცი უკვე სისხლისგან იყო დაცლილი. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ თანასოფლელებს შორის დაპირისპირება სიტყვიერ წაკამათებას მოჰყვა, რის შემდეგაც სისხლიანი ანგარიშსწორებით დასრულდა. 

„ამბობენ, რომ ორივე ნასვამი იყო. დანაშაული გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივებმა მომხდარზე მხოლოდ მაშინ გავიგეთ, როცა ადგილზე სასწრაფო დახმარება და პოლიცია მოვიდა. ამბობენ, რომ სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ. 

„წარსულში არ გაგვიგია, რომ რაიმე სხვა კონფლიქტი ჰქონდათ. რაღაცაზე, ყოფიდ ნიადაგზე  შელაპარაკდნენო და შემდეგ ერთმანეთის ცემა დაუწყიათ. ყველაფერი ძალიან მალე მოხდა. არ ვიცით ჰყავს თუ არა დანაშაულს სხვა თვითმხილველი. ის ვიცით მხოლოდ, რომ ეს ორნი იყვნენ და ერთმანეთი ჯერ სცემეს, შემდეგ კი ერთმა მეორეს დანით ჭრილობები მიაყენა. ადგილზევე დაიღუპა, რადგან სისხლისგან დაიცალა. 

„თავად ეს პიროვნება, ვინც მოკლა, უკვე დაკავებულია. ისიც ამ მამაკაცის ასაკის არის. სრულიად არაფრის გამო გაიმეტა კაცი. ამბობს, რომ მცემდა და მომკლავდა თავი რომ არ დამეცვაო. ალბათ ამასაც გამოძიება დაადგენს“, - უყვება „რეზონანსს“ ადგილობრივი მცხოვრები.

საქმეზე დაკავებულია ერთი პირი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×