წალენჯიხის სოფელ მედანში 55 წლის კაცმა 60 წლის ძმა სანდირო თოფით დაჭრა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ძმებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ანაგრიშსწორებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც ერთმა მეორე, სანადირო თოფით შორი მანძილიდან დაჭრა. კაცმა დაზიანება მუცლის არეში მიიღო.
მეზობლებს უჭირთ კონკრეტულად საუბარი რა გხადა ძმებს შორის დაპირისპირების მიზეზი, თუმცა ამბობენ, რომ სავარაუდოდ კონფლიქტი ქონების გაყოფას უნდა ეხებოდეს.
„ზუსტად არავინ არაფერი იცის. შელაპარაკდნენ დედმამიშვილები ერთმანეთში. მერე ფიზიკური ანაგრიშსოწრება ყოფილა. მეორემ გაბრაზებულმა გამოიტანა სანადირო თოფი და ძმას ესროლა. შორი მანძილიდან მოხვდა და მუცელში მსუბუქად დაიჭრა. რაზე იდავეს, არ ვიცით, მხოლოდ თავად იყვნენ და ჩხუბის მიზეზი უცნობია. თუმცა არ არის გამორიცხული, კონფლიქტი ქონების გამო მოსვლოდათ. ეს კაცი დააკავა პოლიციამ და არც არსად გაქცეულა. დაჭრილი ძმა კარგად არის, რადგან შორიდან მოხვდა და მსუბუქად დაიჭრა. ადრეც ჰქონიათ კონფლიქტი და დაძაბული ურთიერთობა. სხვა დეტალები ჩვენც არ ვიცით“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველებმა მომხდარიდან მალევე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის 117 მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.