ელზა პაპოშვილი
08.11.2024

ლაგოდეხის სოფელ კაბალში კაცმა თანასოფლელს ესროლა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ანგარიშსწორების მიზეზი, სავარაუდოდ, შურისძიებაა. ცნობილია, რომ თანასოფლელებს შორის რამდენიმე დღის წინ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, ამის შემდეგ  კი ერთ-ერთმა მათგანმა მეორის სახლს რამდენჯერმე ესროლა. 

მეზობლები ვარაუდობენ, რომ ეს იყო დაშინების მოტივით ჩადენილი დანაშაული, თუმცა რა გახდა თანასოფლელელებს შორის კონფლიქტის მიზეზი, არ იციან. მათი აზრით, ეზოში რომ ვინმე ყოფილიყო, ალბათ სიტუაცია ფატალურად დასრულდებოდა. გაუმართლათ, რომ სახლში იყვნენ და ტყვია არავის მოხვედრია.   

„სროლა იყო, ავტომობილით გამოიარა ვიღაცამ და ესროლა ეზოს კარს. ანუ, დაცხრილა სახლი. ალბათ ეზოში რომ ვინმე ყოფილიყო, სიტუაცია ფატალურად დასრულდებოდა. ამბობს თავად სახლის პატრონი, რომ იცნო, ვინც არის და ეს ჩვენი თანასოფლელია. მათ შორის რამდენიმე დღის წინ ჩხუბი მოხდა. ეს კაცი ამ პირს, ვინც სახლი დაცხრილა, ფიზიკურად გაუსწორდა. ეტყობა, ახლა შურის საძიებლად მოვიდა. შეშინება უნდოდა თუ ამ კაცი მოკვლა, ვინ რა იცის. ბეწვზე კია ხალხი გადარჩენილი. საშინელება ისაა, გარეთ რომ ბავშვები ყოფილიყვნენ და ტყვია კარს ასხლეტოდა, ალბათ რაღაცა უბედურება მოხდებოდა. პოლიცია, იმედია, დაადგენს ამ პირის ვინაობას და მსგავსი აღარ განმეორდება“, - ამბობს ადგილობრივი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×