ელზა პაპოშვილი
12.11.2024

საბერძნეთში ქართველები დააკავეს. ერთ მათგანს პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად, მეორეს კი ქურდობა და ძარცვა. ბერძნული მედიის ინფორმაციით, 49 წლის მამაკაცი საბერძნებთის პოლიციამ შემოწმების მიზნით გააჩერა, თუმცა მან გაქცევა სცადა. ის პოლიციამ საეჭვო ქმედების გამო დააკავა. მოგვიანებით კი იგი ლიფტში პოლიციელს თავს დაესხა და უკბინა. აღმოჩნდა, რომ დაკავებული მამაკაცი, სავარაუდოდ, „ცე“ ჰეპატიტითაა ინფიცირებული, როგორც ადგილობრივი მედია წერს, სამართალდამცველს მან შურისძიების მიზნით - დაავადების გადასადებად უკბინა.     

კიდევ ერთი ქართველი კი სალონიკში 8 ნოემბერს, ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, 47 წლის კაცმა კალამარიას რაიონში, ბინიდან, ბერძენ თანამზრახველთან ერთად, ძვირფასეულობა, ალკოჰოლური სასმელები და ფეხსაცმელები გაიტანა. როგორც ირკვევა, ის საბერძნეთში არალეგალურად იმყოფებოდა. 

პოლიციის განცხადებით, დამნაშავემ ბინის კარი სპეციალური ხელსაწყოთი გატეხა. პოლიციამ მოპარული ნივთები მეპატრონეს დაუბრუნა. 

„დავაკავეთ 47 წლის მამაკაცი, რომელიც ბერძენ თანამზარხველთან ერთად სალონიკში ბინებს ძარცვავდა. ის არაერთ გაქურდვაშია ეჭვმიტანილი. ბოლო შემთხვევის დროს კი, მან და მისმა ბერძენმა მეგობარმა, ბინიდან ძვირფასეულობა, ალკოჰოლური სასამელები და ძვირად ღირებული ფეხსაცმელები მოიპარეს.

„ვადგენთ კიდევ ჰყავთ თუ არა ამ ორ ადამიანს თანამზრახველები. არ არის გამორიცხული, რომ საქმე კრიმინალურ დაჯგუფებასთან გვქონდეს. მიმდინარეობს მოკვლევა და სხვა დაზარალებულებსაც ვთხოვთ ინფორმაციის მიწოდება ამ პიროვნებების შესახებ“, - ამბობს საქმის გამომძიებელი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×