გერმანიაში, ქალაქ ბრემენში 40 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მკვლელობა 28 წლის ქართველმა მამაკაცმა სექტემბრის შუა რიცხვებში ჩაიდინა. გავრცელებული ინფორმაციით, ის მოკლულის ახლო წრიდანაა და მოკლულიც ქართველია.
გერმანიის პოლიციამ საქართველოს მოქალაქის დაკავების ორდერი პარასკევს, 8 ნოემბერს გასცა. ამ ეტაპზე, ბრემენის პროკურატურა დამატებით დეტალებს არ ავრცელებს, თუმცა გერმანული მედია წერს, რომ მოკლული და მკვლელობაში ბრალდებულიც ახლო მეგობრები იყვნენ.
მკვლელობა კი სექტემბრის შუა რიცხვებში, გერმანიის ქალაქ ბრემენის სასაფლაოზე მოხდა. 40 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომელსაც მრავლობითი ჭრილობა აღენიშნებოდა. დამნაშავის დაკავებაში დახმარებისთვის პროკურატურამ ჯილდოც დააწესა - 5000 ევროს ოდენობით.
„ბერმენის სასაფლაოზე ადგილობრივებმა ახალგაზდა კაცის სისხლში ამოსვრილი ცხედარდი იპოვეს. ის სასტიკად იყო მოკლული და სხეულზე რმდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ადგილზე გამოძახებული იქნა სამედიცინო დახმარება და პოლიცია. მამაკაცი რამდენიმე საათის მოკლული იყო. ამის შემდეგ დაიწყო გამოძიება.
„კამერის და სატელეფონო ჩანაწერების მიხედვით, ასევე მოკლული მამაკაცის სამეგობრო წრის გამოკითხვის შემდეგ დადგინდა, რომ ის საკუთარმა მეგობარმა და თანამემამულემ გიმეტა. მამაკაცი საქართველოს მოქალაქეა და მისავე მკვლელობაში ასევე საქართველოს მოქალაქე 28 წლის მამაკაცია ეჭვიმტანილი.
„რა გახდა ამ მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. რა სახის კონფლიქტი ჰქონდათ ერთმანეთთან ახლო მეგობრებს ჯერ არ ვიცით, თუმცა ორი თვის ძებნის შემდეგ მამაკაცი ნაპოვნი და დაპატიმრებულია. დამატებით გამოძიებისთვის თუ რა გახდება ცნობილი საზოგადოებას ინფოემაციას მივაწვდით“,-ამბობს საქმის გამომძიებელი.