7 წლის ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულია მისი 80 წლის მუსიკის მასწავებელი. ხანდაზმულ პედაგოგს, რომელსაც მუშაობის 60 წლის სტაჟი აქვს, ბავშვის ოჯახი 7 წლის გოგონაზე გაყრვნილ ქმედებაში სდებენ ბრალს. მასწავლებელი დაკავებულია და ის სამსახურიდან გაათავისუფლეს, ხოლო სასამართლო პროცესი დეკემბერშია ჩანიშნული.
პედაგოგის წინააღმდეგ პოლიციას მხოლოდ ბავშვის ჩვენება აქვს, რომელიც ფსიქოლოგის თანდასწრებით დაკითხეს. მუსიკალურ სასწავლებელში კი მასწავლებლის მხრიდან მსგავსი დანაშაული ძალიან უკვირთ და მომხდარით შოკირებულები არიან. მათ გაუთქმელობის ხელწერილი აქვთ დადებული და შესაბამისად, საქმის დეტალებზე ვერ საუბრობენ. თუმცა ამბობენ, რომ მასწავლებლის შესახებ ამბავი ბავშვმა მშობლებს მოუყვა. მან თქვა, რომ პედაგოგი მას ცუდად ეხებოდა და დეტალებში აღწერდა, როგორ ახორციელებდა მასზე სექსუალურ ძალადობას. ოჯახმა მომხადრის შესახებ შეატყობინეს პოლიციას და სასწავლებლის დირექტორს.
„ეს კაცი მუსიკის დამსახურებული პედაგოგია და 60 წელია მასწავლებლად მუშაობს. მსგავსი რამ მის წინააღმდეგ არც ერთ მოსწავლეს არ განუცხადებია. პირიქით, ამ ბავშვის მშობლებიც ძალიან გახარებული იყვნენ, რადგან ამ მასწავლებლის მეშვეობით გოგონამ ამ ხნის განმავლობაში ბევრ წარმატებას მიაღწია.
ბავშვს ძალიან კარგად ექცეოდა. ამბობდა, რომ ნიჭიერი იყო და შესანიშნავი მუსიკოსი გამოვიდოდა. მას ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა მშობლებთან.
არავინ არ ვიცით რა მოხდა. 80 წლის მასწავლებელი სამსახურიდან ოფიციალურად მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ის პოლიციამ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავა. ვიცით, რომ მომხდარის შესახებ მშობლებს თავად 7 წლის გოგონამ აცნობა. მხოლოდ ეს მტკიცებულებები აქვთ თუ სხვა რამეც, არ ვიცით.
საქმის მთავარი მტკიცებულება ბავშვის ჩვენებააო, რომელიც გამოძიებამ ფსიქოლოგის თანდასწრებით დაკითხა. რა თქვა რა ისაუბრა, არაფერი არ ვიცით. თანაც გაუთქმელობის ხელწერილი დაგვადებინეს“, - ჰყვება სკოლის ერთ-ერთი თანამშრომელი „რეზონანსთან“.