მარიამ ვეკუა
23.05.2025

"ფედერალისტების" ლიდერი , თამარ ჩერგოლეიშვილი ღიად აკრიტიკებს კოლეგებს ოპოზიციური სპექტრიდან, და მათ პასუხისმგებლობის არქონასა და პოლიტიკური ალტერნატივის დაბალ ხარისხს უწუნებს. ამჯერად, დაპირისპირების ეპიცენტრი მისი ქმარი გიგა ბოკერიაა.

ჩერგოლეიშვილს თავისი ხისტი კომენტარებით ხშირად დაუმსახურებია ოპოზიციონერი ოპონენტებისგან ნეგატიურ რეაქცია.

ბოლო რამდენიმე დღეა ოპოზიციაში გიგა ბოკერიას დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში არდაბარებისკენ მიანიშნებენ. "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან თქვა,

"წინა ხელისუფლების ზოგიერთ სუპერგავლენიან პოლიტიკოსს არ ახსენებს ქოცების "კომისია" , ამას ვხედავთ კიდეც და ვიცით, რაც ჰქვია"-ო.

უფრო ადრე ნანუკა ჟორჟოლიანმა დაწერა,

"იცით, რა მითხარით? მიშას დროს უშიშროების საბჭოს მდივანი რომ იყო ადამიანი, იმასთან რატომ არ აქვს კითხვები ჯალათებს?"

„დაიჭირეთ ეს ჩემი ქმარი , რომ ნანულამ (ნანუკა ჟორჟოლიანი - რედ.) ახალი შეთქმულება მოიგონოს, მომწყინდა ერთი და იგივე , თან ცოტას გავერთობი," - დაწერა ჩერგოლეიშვილმა ჟორჟოლიანის საპასუხოდ, გვარამიას კი ცალკე პოსტი მიუძღვნა:

"გაუსწორეთ რა გვარამიას, დაიჭირეთ ბოკერია."

მანამდე საინტერესო იყო, ჩერგოლეშვილისა და ტვ პირველის ჟურნალისტების დაპირისპირება, ჩერგოლეიშვილო აცხადებდა ,რომ ამ არხზე არასდროს იწვევდნენ სტუმრის ამპლუაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×