ელზა პაპოშვილი
21.04.2021

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში 17 წლის გოგონას უცნაური გაუჩინარება - მას უკვე მესამე დღეა ეძებენ. მარიამ ბურჭულაძე ბოლოს სკოლაში ნახეს, სადაც ის გაკვეთილებს დაესწრო. ბოლოს ის პედაგოგმა მაშინ დაინახა, როდესაც ის სკოლიდან გადიოდა, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა. 

ელზა პაპოშვილი
20.04.2021

ორმხრივი სროლა თბილისის ცენტრში - ნაკაშიძისა და ნასიძის ქუჩის კვეთაზე სისხლიანი გარჩევა მოხდა. კომპანია „გლოვოს“ ფორმით შენიღბულმა და აღჭურვილმა ახალგაზრდა მამაკაცმა ქუჩაში მიმავალ ლევან ათანელიშვილზე და მის თანმხლებ პირზე თავდასხმა სცადა. ათანელიშვილს  ორი ტყვია აქვს მოხვედრილი. ის შემთხვევის დროს მეგობართან ერთად გადაადგილდებოდა. დაჭრილის თანმხლები პირი ვითარების განეიტრალებას შეეცადა, რა დროსაც მასსა და თავდამსხმელს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ელზა პაპოშვილი
19.04.2021

მკვლელობა მოხდა გორის რაიონის სოფელ ახალდაბაში - სავარაუდოდ, მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფიდან გასროლით საკუთარი ბაღიდან მოკლა. როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამტკიცებენ, 52 წლის ვალერი ნაცვლიშვილს 72 წლის  მეზობელი გამთენიისას ჩაუსაფრდა და ორჯერ ესროლა. მას ორივე ტყვია გულის არეში აქვს მორტყმული. 

ია აბულაშვილი
18.04.2021

„რა დონეზე გათახსირდა ქვეყანა, რომ არ ერიდებიან ყველაფერი წყალში ჩაუყარონ კაცს, რომელმაც ახალი ეპოქა შექმნა თეატრალურ სამყაროში. გამოდიან და ამბობენ - თეატრი დატოვოსო. ჰო, სულ დაიღუპება რობერტ სტურუა, თუ რუსთაველის თეატრიდან გააგდებენ, მთელი მსოფლიოა ჩასაფრებული, როგორმე წაიყვანონ და თავიანთ თეატრებში სპექტაკლი დაადგმევინონ“, - ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე მაყაშვილი-ზანგურის სკანდალს.

ელზა პაპოშვილი
17.04.2021

სასტიკი მკვლლეობა ქობულეთში, სოფელ ჩაისუბანში - არსებული ინფორმაციით, ძმამ ძმა სანადირო თოფით მოკლა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან,  კონფლიქტი დედმამიშვილებს შორის, სავარაუდოდ,  საცხოვრებელი სახლის გამო დაიწყო. ძმები გორგილაძეები ერთ სახლში ცხოვრობდნენ, როგორც მეზობლები ამბობენ, მათ დავა სწორედ ამ საცხოვრებელი სახლის გაყოფასთან დაკავშირებით ჰქონდათ. 

ელზა პაპოშვილი
16.04.2021

დანაშაული სამი წლის შემდეგ, დავით სარალიძის გახმაურებული მკვლელობის ფაქტზე შსს-მ ე.წ. ოქროს მოწმე დააკავა, დეკანოზ შიო მენაბდის შვილი გიორგი, რომელიც აქამდე საქმეში მოწმის სტატუსით იყო გამოკითხული. მას გამოძიება ჯგუფურად დანაშაულის ჩადენას ედავება და ბრალი შესაძლოა განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინოს. 

ია აბულაშვილი
16.04.2021

დამშვიდდით, თეატრიდან არ მივდივარ! გამაგდეთ და წავალ! მხოლოდ მაშინ! მიყვარხართ, ქართველებო! - ასე პასუხობს ცნობილი ქართველი რეჟისორი, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანლი რობერტ სტურუა მათ, ვინც რუსთაველის თეატრიდან მისი გათავისუფლება მოითხოვა.

თამთა ჩაჩანიძე
15.04.2021

ძალიან მოკრძალებულად უნდა ვეცადოთ აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნას, ნუ გავმართავთ სუფრებს, ქეიფებს - ასეთი რეკომენდაციით მიმართა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას. გარდა ამისა მან ის ხუთი ფაქტორი დაასახელა, რისი გათვალისწინების შემთხვევაში პანდემია დაიძლევა, ესენია: პირბადეების ტარება ყველგან, დისტანციის დაცვა, სანიტარული წესების დაცვა ყველგან, დიდი თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება და ვაქცინაციის პროცესის ინტენსიფიკაცია.

ელზა პაპოშვილი
15.04.2021

ვის  აწყობს რიონის ხეობაში რადიკალურად დაპირისპირებული მხარეების მობილიზება და რატომ ფიქრობენ რიონის ხეობის მცველები, რომ ხელისუფლება მათ წინააღმდეგ მიზანმიმართულ პროვოკაციის მოწყობას აპირებს? აქციის მონაწილეებმა მსვლელობით სოფელ გუმათის ცენტრში გადასვლა გადაწყვიტეს და ამის მიზეზად მოსალოდნელ პროვოკაციებს ასახელებენ. 

თამთა ჩაჩანიძე
15.04.2021

მას შემდეგ, რაც მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა გადაცემა „ფარულ კონვერტში" მისი ყოფილი ქმარი ბესო ზანგური ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა, რუსთაველის თეატრმა 17 აპრილს დაგეგმილი ის სპექტაკლი გააუქმა, რომელშიც ზანგური მონაწილეობს.

ელზა პაპოშვილი
14.04.2021

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, ახალგარზრდა  მამაკაცი ბაბუასთან სტუმრად იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა 79 წლის მამაკაცმა 22 წლის  შვილიშვილი დანით დაჭრა.

ელზა პაპოშვილი
13.04.2021

აცრის შემდეგ გარდაცვლილი მედდის, 28 წლის  მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები საქმეში ახალ გარემოებებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მედდა მე-10 ადამიანი არ ყოფილა, რომელიც აიცრა. მათი თქმით, მაშინ ფლაკონი ცარიელი უნდა ყოფილიყო, თუმცა კადრებში კარგად ჩანს, რომ ის თითქმის სავსეა. როდესაც „ასტრაზენეკას“ ერთი ფლაკონი  იხსნება, მასში 10 ადამიანის დოზაა. ამიტომ მათ ეჭვი აქვთ, რომ პირველი მეგი ბაქრაძე აცრეს. 


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×