ელზა პაპოშვილი 12.04.2021

დაკავებულია 23 წლის მამაკაცი, რომელმაც 9 აპრილს, სავარაუდოდ, საკუთარი დეიდა ცივი იარაღით დაჭრა. როგორც „რეზონანსთან“ მეზობლები საუბრობენ, დეიდა დის შვილს შორის კონფლიქტის მიზეზი ქონების გაყოფა გახდა.
|
ელზა პაპოშვილი 12.04.2021

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 18 წლის გოგონა გაუჩინარდა. მას პოლიცია და ოჯახი ამ დრომდე ეძებს. ახლობლების ინფორმაციით, ნარმინ ისაიევა სახლიდან გუშინ გავიდა. წასვლის შემდეგ მოკლე ტექსტური შეტყობინება დეიდას გაუგზავნა, თუმცა, ადგილსამყოფელი არ დაუკონკრეტებია.
|
ელზა პაპოშვილი 08.04.2021

სასტიკი მკვლელობა კიკეთში - სავარაუდოდ, შვილმა მამა ჯერ ცემით მოკლა, შემდეგ კი კვალის წაშლის მიზნით სისხლის გაწმინდა და ფაქტის უბედურ შემთხვევად გასაღება საცადა. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ მამა-შვილი სავარაუდოდ ალკოჰოლური თრობის ქვეშ ერთმანეთს დაუპირისპირდა, რა დროსაც შვილმა მამა ისე უმწოყალოდ სცემა, რომ ის გარდაიცვალა.
|
ელზა პაპოშვილი 08.04.2021

გამოძიება ახლა იმის გარკვევას ცდილობს ვინ დაუშვა 18 მარტს საბედისწერო შეცდომა, რამაც 28 წლის მედდის მეგი ბაქრაძის სიცოცხლე იმსხვერპლა. თავდაპირველად ჟურნალისტებთან და გამოძიებასთან ექიმი ვიოლეტა ინასარიძე აცხადებდა, რომ ბაქრაძეს აცრიდან როდესაც ალერგიული რეაქცია დაუფიქსირდა, 2 წუთში 0,5 მლ ადრენალინი გაუკეთდა. თუმცა ახლა მან ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ შეცვალა და ამბობს, რომ არაფერი გაუკეთებია. ის შეცვლილ ჩვენებაში აღიარებს, რომ მეგი ბაქრაძითვის მსგავსი სამედიცინო დახმარება სინამდვილეში არ გაუწევია. ამის გამო ორ ექიმს და ერთ მედდას პროკურატურამ ცრუ ჩვენებაზე ბრალი წაუყენა.
|
ელზა პაპოშვილი 06.04.2021

ყაჩაღობა ფონიჭალაში - ნიღბიანი მძარცველები კომენდატის საათის დროს ერთ-ერთი ადგილობრივის სახლში შეიჭრნენ, მოხუცები თოკით დააბეს და სახლიდან იარაღის მუქარით თანხის და ოქროს წაღება მოახერხეს. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ ყაჩაღებმა სახლში ფანჯრიდან შეაღწიეს.
. სახლში, სავარაუდოდ, 3 დამნაშავე იყო შესული. ელოდებოდათ თუ არა მათ გარეთ ვინმე და როგორ დატოვეს მიდებარე ტეროტორია კომენდატის საათის დროს, ჯერჯერობით უცობია.
|
ელზა პაპოშვილი 05.04.2021

არსებობს თუ არა იმის საფრთხე, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მატების პარალელურად ისევ სრული ლოქდაუნი გახდეს საჭირო. მითუმეტეს, რომ სააღდგომo დღესასწაულის დროს გავრცელების საფრთხე დიდია.
|
ელზა პაპოშვილი 05.04.2021

იმერეთში შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი - 29 წლის მამაკაცმა ბიძაშვილი ძმები დახოცა. 30 და 35 წლის მამაკაცები დამნაშავემ სანადირო თოფიდან გასროლით მძიმედ დაჭრა, რა დროსაც ერთი ადგილზევე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ.
|
ელზა პაპოშვილი 04.04.2021

მთაწმინდაზე, ბააზოვის ქუჩაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ცხედარი ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა მიტოვებულ შენობაში აღმოაჩინა, რომელშიც ფოტოების გადასაღებად შევიდა. მამაკაცი შესაძლოა რამდენიმე დღის ან კვირის გარდაცვლილი იყოს. არის ეს მკვლელობა , თვითმკვლეობა თუ ბუნებრივი გზით გარდაცვალება, ჯერჯერობით უცნობია.
|
ელზა პაპოშვილი 02.04.2021

ვაშლიჯვრის მეწყრის გაზრდილი საფრთხე, საიდანაც შესაზლოა მეწყერი ნებისმიერ დროს ჩამოწვეს. ამიტომაც, გეოლოგები ბროწეულის ქუჩის მოსახლეობის დროებით გაყვანის საჭიროებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ საფრთხე რეალურია და დროზე მოქმედებაა საჭირო.
|
ია აბულაშვილი 01.04.2021

მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტს ეხმიანება, „რეზონანსთან" საუბარში ღნიშნავს, რომ იმ მწვავე განცხადების მერე, რომ საქართველო აფხაზეთს ვერასდროს დაიბრუნებს, რუსი ჟურნალისტის ჩამოსვლა შეცდომა იყო.
|
ელზა პაპოშვილი 01.04.2021

ხაშურის რესტორან „დიაოხში“ ჩხუბის დროს 2 ადამიანი დაჭრეს. შელაპარაკება სხვადასხვა სუფრის მონაწილეებს შორის დაიწყო, რომელიც დაჭრით დასრულდა. ერთმა მამაკაცმა ორ ახალგაზრდას ცივი იარაღით სხვადასხვა სახის ჭრილობები მიაყენა. ბრალდებული ადგილიდან მიიმალა, ხოლო დაჭრილი ახალგაზრდები ხაშურის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
|
ელზა პაპოშვილი 01.04.2021
სისხლიანი გარჩევა ქართველებს და ჩეჩნებს შორის, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა 31 მარტს სტამბოლში ადგილობრივი დროით 6-ის ნახევარზე მოხდა. როგორც ქართველი ემიგრანტები „რეზონანსს“ უყვებიან, ჩხუბში 7 ადამიანი მონაწილეობდა, 3 ქართველი და 4 ჩეჩენი. მათ ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება ბაშაკ-შეჰირში, სატმბოლის ერთ-ერთ უბანში, რესტორნის წინ დაიწყეს. ხოლო დაპირისპირების მიზეზი, სავარაუდოდ, სესხის გადაუხდელობა გახდა. თვითმხილველებს დარჩათ შთაბეჭდილება, რომ ისინი ერთმანეთს კარგად იცნობდნენ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|