თამთა ჩაჩანიძე 23.03.2021

პენიტენციური სამსახურის ცნობით, დაწესებულების ექთანს კორონავირუსზე ტესტი 18 მარტს ჩაუტარდა და უარყოფითი პასუხის შემდეგ, იმავე დღეს „ასტრაზენეკას" ვაქცინით აიცრა. 20 მარტს კი მას კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორ და რატომ შეიძლებოდა ეს ასე მომხდარიყო?
|
ელზა პაპოშვილი 22.03.2021

სპეციალისტები შიშობენ, რომ თუ კი საქართველოში ვაქცინაციის პროცესი ჩავარდება და მოსახლეობა და მედიკსოები აცრაზე უარს იტყვიან, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღა გარდაუვალია. მათი თქმით, ასევე, აუცილებელია, რომ პირბადის ტარების წესები 95%-მდე ავიდეს და ყველა ის წესები დავიცვათ, რაც რეგულაციებით არის გათვალისწინებული. კორონავირუსისი მესამე ტალღა აპრილშია მოსალოდნელი, ამიტომაც მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
|
ია აბულაშვილი 22.03.2021

ცნობილი მეცნიერი, აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას ახალი პარტიის შექმნასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ქართული საზოგადოება დიდი ხანია ელოდება ქვეყანაში გაჩნდეს მესამე პოლიტიკური ძალა.
|
ელზა პაპოშვილი 20.03.2021

რუსთავში, მე-4 სკოლის მიმდებარედ, არასრუწლოვანმა გოგონამ თანატოლი ცივი იარაღით დაჭრა. გოგონებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება 19 მარტს ღამით, კომენდანტის საათის დროს მოხდა, რომელიც შემდეგ ჩხუბში გადაიზრადა.
|
ელზა პაპოშვილი 19.03.2021

27წალის მედდის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების შემდეგ, სულ უფრო აქტიურად მიმდინარეობს იმაზე დისკუსია, უნდა გაგრძლედეს თუ არა საქართველოში ვაქცინაციის პროცესი. ჯანდაცვის სამინისტრომ ამაზე უკვე გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყანაში ასტრაზენეკას ვაქცინის გაკეთება გაგრძელდება.
|
ელზა პაპოშვილი 17.03.2021

მორიგი სექსუალური ძალადობა 14 წლის გოგნაზე - კახეთში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე გოგონას თანასოფლელი 26 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მოსამართლემ სათანადო მტკიცებულებების არ ქონის გამო სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. თუმცა, პატიმრობაში რჩება მოზარდის 25 წლის ძმა, რომელმაც დის გაუპატიურების შეტყობის შემდეგ დაზე ფიზიკურად ძალადობდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 16.03.2021

სამშაბათს კორონავირუსის მაჩვენებელის ნახტომისებური ზრდა დაფიქსირდა, წინა დღესთან შედარებით შემთხვევათა რაოდენობამ თითქმის სამი ასეულით მოიმატა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შეფასებით, ეს მანიშნებელია, იმის, რომ ინფექცია კვლავ ცირკულირებს და ეპიდვითარების გაუარესების რისკი არსებობს. მესამე ტალღის საფრთხეზე საუბრობენ სხვა სპეციალისტებიც.
|
ქრისტინე კაპანაძე 16.03.2021

საქართველოში „ასტრაზენეკათი" ვაქცინირებული ჯანდაცვის მუშაკების რიცხვმა ერთ დღეში 668 შეადგინა. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ აღნიშნული რიცხვი უარყოფითად შეაფასა და აღნიშნა, რომ თუ ვაქცინაციის პროცესში მედ-პერსონალის ჩართვა უახლოეს დღეებში არ გააქტიურდება, სამიზნე მაჩვენებელს ვერ მივაღწევთ. პარალელურად ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში „ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია, გამოვლენილი გვერდითი მოვლენების გამო, დროებით შეჩერებულია, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ვაქცინის ეფექტურობაში ეჭვი არ შეაქვს.
|
ელზა პაპოშვილი 16.03.2021

მონობის 5 წელი ნინოწმინდაში - პოლიციამ ადგილობრივი მამა-შვილი დააკავა, რომელთაც ბრალად ედებათ საკუთარ ფერმაში სომხეთის მოქალაქეების მოტყუებით ჩაყვანა, მათთვის საბუთების ჩამორთმევა და მუშაობის იძულება. ადგილობრივი მცხოვრებლები გამოძიების ამ ვერსიას არ ეთანხმებიან.
|
ელზა პაპოშვილი 15.03.2021

სასტიკი მკვლელობა კასპში - 33 წლის ნოდარ ღუნაშვილი სასაფლაოზე აიყვანეს, დანით დასერეს და ადგილზე მომაკვდავი დატოვეს. მამაკაცის მკვლლეობაში მისივე მეზობელი და ბავშვობის მეგობარი 30 წლის მამაკაცია.
„რეზონანსს“ ადგილობრივები უყვებიან, რომ განზრახ მკვლლეობის მუხლით ზურაბ კახნიაშვილია დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცმა ეს სასტიკი დანაშაული პირადი ანგარიშსწორების მიზნით ჩაიდინა და სასიკვდილო ჭრილობები ღუნაშვილს დანით მიაყენა. პოლიციამ კი დანაშაულის იარაღი ბრალდებულის სახლიდან ჩხრეკის დროს ამოიღო.
|
ია აბულაშვილი 14.03.2021

მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე ქართველ ჩოგბურთელს ნიკოლოზ ბასილაშვილს დოჰას ტურნირზე გამარჯვებას ულოცავს და ამბობს, რომ ეს არის იმ დონის გამარჯვება, „ქართველებს პელეს გუნდისთვის რომ მოეგოთ“.
|
ელზა პაპოშვილი 14.03.2021

მოზარდზე სექსუალური ძალადობის კიდევ ერთი უმძიმესი ფაქტი - ოზურგეთში 11 წლის გოგონაზე 30 წლის მამინაცვალი სექსუალურად ძალადობდა და ამის შესახებ ბავშვმა პოლციას თავად აცნობა. როგორც „რეზონანსს“ ადგილობრივები უყვებიან, გოგონამ პოლიციაში დარეკა და შველა ითხოვა. მამინაცვალი გოგონას დედაზე 7 წლის წინ დაქორწინდა და გოგონა მაშინ 4 წლის იყო.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|