ია აბულაშვილი
18.04.2021

„რა დონეზე გათახსირდა ქვეყანა, რომ არ ერიდებიან ყველაფერი წყალში ჩაუყარონ კაცს, რომელმაც ახალი ეპოქა შექმნა თეატრალურ სამყაროში. გამოდიან და ამბობენ - თეატრი დატოვოსო. ჰო, სულ დაიღუპება რობერტ სტურუა, თუ რუსთაველის თეატრიდან გააგდებენ, მთელი მსოფლიოა ჩასაფრებული, როგორმე წაიყვანონ და თავიანთ თეატრებში სპექტაკლი დაადგმევინონ“, - ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე მაყაშვილი-ზანგურის სკანდალს.

ელზა პაპოშვილი
17.04.2021

სასტიკი მკვლლეობა ქობულეთში, სოფელ ჩაისუბანში - არსებული ინფორმაციით, ძმამ ძმა სანადირო თოფით მოკლა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან,  კონფლიქტი დედმამიშვილებს შორის, სავარაუდოდ,  საცხოვრებელი სახლის გამო დაიწყო. ძმები გორგილაძეები ერთ სახლში ცხოვრობდნენ, როგორც მეზობლები ამბობენ, მათ დავა სწორედ ამ საცხოვრებელი სახლის გაყოფასთან დაკავშირებით ჰქონდათ. 

ელზა პაპოშვილი
16.04.2021

დანაშაული სამი წლის შემდეგ, დავით სარალიძის გახმაურებული მკვლელობის ფაქტზე შსს-მ ე.წ. ოქროს მოწმე დააკავა, დეკანოზ შიო მენაბდის შვილი გიორგი, რომელიც აქამდე საქმეში მოწმის სტატუსით იყო გამოკითხული. მას გამოძიება ჯგუფურად დანაშაულის ჩადენას ედავება და ბრალი შესაძლოა განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინოს. 

ია აბულაშვილი
16.04.2021

დამშვიდდით, თეატრიდან არ მივდივარ! გამაგდეთ და წავალ! მხოლოდ მაშინ! მიყვარხართ, ქართველებო! - ასე პასუხობს ცნობილი ქართველი რეჟისორი, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანლი რობერტ სტურუა მათ, ვინც რუსთაველის თეატრიდან მისი გათავისუფლება მოითხოვა.

თამთა ჩაჩანიძე
15.04.2021

ძალიან მოკრძალებულად უნდა ვეცადოთ აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნას, ნუ გავმართავთ სუფრებს, ქეიფებს - ასეთი რეკომენდაციით მიმართა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას. გარდა ამისა მან ის ხუთი ფაქტორი დაასახელა, რისი გათვალისწინების შემთხვევაში პანდემია დაიძლევა, ესენია: პირბადეების ტარება ყველგან, დისტანციის დაცვა, სანიტარული წესების დაცვა ყველგან, დიდი თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება და ვაქცინაციის პროცესის ინტენსიფიკაცია.

ელზა პაპოშვილი
15.04.2021

ვის  აწყობს რიონის ხეობაში რადიკალურად დაპირისპირებული მხარეების მობილიზება და რატომ ფიქრობენ რიონის ხეობის მცველები, რომ ხელისუფლება მათ წინააღმდეგ მიზანმიმართულ პროვოკაციის მოწყობას აპირებს? აქციის მონაწილეებმა მსვლელობით სოფელ გუმათის ცენტრში გადასვლა გადაწყვიტეს და ამის მიზეზად მოსალოდნელ პროვოკაციებს ასახელებენ. 

თამთა ჩაჩანიძე
15.04.2021

მას შემდეგ, რაც მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა გადაცემა „ფარულ კონვერტში" მისი ყოფილი ქმარი ბესო ზანგური ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა, რუსთაველის თეატრმა 17 აპრილს დაგეგმილი ის სპექტაკლი გააუქმა, რომელშიც ზანგური მონაწილეობს.

ელზა პაპოშვილი
14.04.2021

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, ახალგარზრდა  მამაკაცი ბაბუასთან სტუმრად იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა 79 წლის მამაკაცმა 22 წლის  შვილიშვილი დანით დაჭრა.

ელზა პაპოშვილი
13.04.2021

აცრის შემდეგ გარდაცვლილი მედდის, 28 წლის  მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები საქმეში ახალ გარემოებებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მედდა მე-10 ადამიანი არ ყოფილა, რომელიც აიცრა. მათი თქმით, მაშინ ფლაკონი ცარიელი უნდა ყოფილიყო, თუმცა კადრებში კარგად ჩანს, რომ ის თითქმის სავსეა. როდესაც „ასტრაზენეკას“ ერთი ფლაკონი  იხსნება, მასში 10 ადამიანის დოზაა. ამიტომ მათ ეჭვი აქვთ, რომ პირველი მეგი ბაქრაძე აცრეს. 

ელზა პაპოშვილი
12.04.2021

დაკავებულია 23 წლის მამაკაცი, რომელმაც 9 აპრილს, სავარაუდოდ, საკუთარი დეიდა ცივი იარაღით დაჭრა. როგორც „რეზონანსთან“ მეზობლები საუბრობენ, დეიდა დის შვილს შორის კონფლიქტის მიზეზი ქონების გაყოფა გახდა. 

ელზა პაპოშვილი
12.04.2021

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 18 წლის გოგონა გაუჩინარდა. მას პოლიცია და ოჯახი ამ დრომდე ეძებს. ახლობლების ინფორმაციით, ნარმინ ისაიევა სახლიდან გუშინ გავიდა. წასვლის შემდეგ მოკლე ტექსტური შეტყობინება დეიდას გაუგზავნა, თუმცა, ადგილსამყოფელი არ დაუკონკრეტებია. 

ელზა პაპოშვილი
08.04.2021

სასტიკი მკვლელობა კიკეთში - სავარაუდოდ, შვილმა მამა ჯერ ცემით მოკლა, შემდეგ კი კვალის წაშლის მიზნით სისხლის გაწმინდა და ფაქტის უბედურ შემთხვევად გასაღება საცადა. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ მამა-შვილი სავარაუდოდ ალკოჰოლური თრობის ქვეშ ერთმანეთს დაუპირისპირდა, რა დროსაც შვილმა მამა ისე უმწოყალოდ სცემა, რომ ის გარდაიცვალა. 


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×