ელზა პაპოშვილი
30.07.2020

19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე  ყოველდღიურად ახალი მოწმეები და საქმის ფიგურანტები ჩნდებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვების სერია გრძელდება. უწყებაში საბედისწერო ღამის კიდევ ერთი ფიგურანტი დაიბარეს. ჯერჯერობით უცნობია, რა შეკითხვები აქვს გამოძიებას და რომელ ეპიზოდს ეხება საქმე. გამომძიებლების შეკითხვებს, სავარაუდოდ,  “ტოიოტა ვიტსის” ერთ-ერთი მგზავრი პასუხობს. ეს ავტომობილი 19 ივნისის ღამეს ავტობანზე გადაადგილდებოდა და სათვალთვალო კამერებმა არაგვის ხიდის მიმდებარედ დააფიქსირეს.

თამთა ჩაჩანიძე
29.07.2020

კორონავირუსი მსოფლიოს ისევ უტევს, პანდემიის გამო მიღებული რეგულაციების შემსუბუქებამ ისევ გარკვეული ლოკალური აფეთქებები გამოიწვია და როგორც აღმოჩნდა ვირუსთან გამკლავების ერთ-ერთი მთავარი გზა ვაქცინა დარჩა. სწორედ ამიტომაც ლიდერი სახელმწიფოები ცდილობენ, რომ საბოლოო რეზულტატი შეძლებისდაგვარად მალე დაიდოს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და ვირუსთან ბრძოლაში ეფექტური იქნება.

ელზა პაპოშვილი
28.07.2020

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. საქმეზე გამოძიება ამ დრომდე გრძელდება. შსს-ში გამოკითხვაზე სამი პირი იმყოფებოდა. ისინი იუბილარ ანი გაბეჩავას წვეულების სტუმრები არიან. გამომძიებლების შეკითხვებს ვანო თეგაძე და მისი მეგობარი გოგო პასუხობდნენ, რომლებიც ტრაგედიის ღამეს მცხეთის აგარაკზე დარჩნენ. სწორედ ისინი არიან მოწმეები, რომლებიც ე.წ. ნახალოვკელების დაჯგუფებას ნარეკვავში დახვდნენ. 

ელზა პაპოშვილი
27.07.2020

19 წლის გიორგი შაქარაშვილის  საქმეზე სასამართლო სხდომა დასრულებულია, მოსამართლემ 11 -ივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ სხდომის შემდეგ  ადვოკატებმა და პროკურორმა განცხადებები გაკეთეს. როგორც პროკურორი აცხადებს, უახლოეს მომავალი გახდება ცნობილი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის 109-ე მუხლით ბრალდება ვის წარედგინება. 

მარიამ ნებულიშვილი
23.07.2020

„ყველას დღის წესრიგში ბევრი რამ შეცვალა კოვიდ 19-მა. თუმცა, თავისთავად ცხადია, რომ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ გარკვეული ტიპის აქტივობები არ უნდა გვქონდეს", - ამბობს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შეფასებისას.

ელზა პაპოშვილი
22.07.2020

გიორგი შაქარაშვილის საქმეში კვლავ ახალი გარემოებები და ფიგურანტები ჩნდებიან. საქმეს 21-ტომიც დაემატა, რომელიც ადვოკატებმა ჩაიბარეს. შაქარაშვილის საქმის მე-20 ტომში კი იუბლიარი ანა გაბეჩავას ფეისბუქ მიმოწერები დევს. გაბეჩავა ფეისბუქ მიმოწერებში უშედეგოდ ცდილობს კაკი ჩქარეულის კავშირების დადგენას. სად არის ჩქარეულის გამოკითხვის ოქმი, უცნობია, თუმცა ანა გაბეჩავას ეჭვები მასთან დაკავშირებით მიმოწერებშიც კარგად ჩანს.

მარიამ ნებულიშვილი
22.07.2020

სისხლის ანალიზს, კიბოს დიაგნოზის დადგენა სიმპტომების გამოვლენამდე 4 წლით ადრე შეუძლია. მეცნიერების განცხადებით უახლესი კვლევა იმედისმომცემია.

ელზა პაპოშვილი
21.07.2020

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკითხვების სერია შს სამინისტროში ისევ გრძლედება. ამჯერად გამომძიებლების შეკითხვებს კონსტანტინე ღიბრაძე, იგივე დი–ჯეი კოკომ  და იუბილარმა ანი გაბეჩავამ უპასუხეს. მათი ადვოკატების თქმით, უცნობია, რატომ გახდა კიდევ ერთხელ საჭირო მოწმეების ხელახლა დააკითხვა. 

ელზა პაპოშვილი
21.07.2020

შაბათიდან 23 წლის გოგოს პოლიცია და ოჯახი უშედეგოდ ეძებს. თამარ ბაჩალიაშვილის კვალი ბოლოს  თეთრიწყაროს მუნიცეპალიტეტის სოფელ გოლთეთის ცენტრში იკარგება. სწორედ ამ ადგილიდან ქრება ახალგაზრდა პროგრამისტი და მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე დაუდგენელია. ვერსად პოულობენ მის ავტომობილსაც. მას პოლიციელები დრონებით და ძაღლებით ეძებენ, თუმცა ჯერჯერობით მისი ვერანაირი კვალი ვერ ნახეს. გოგონა გაუჩინარდა ისე, რომ არც არვის დაკავშირებია. 

ელზა პაპოშვილი
20.07.2020

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან ერთი თვე გავიდა, მგარამ ჯერ კვლავ გაურკვეველია კითხვაზე პასუხი - ვინ მოკლა 19 წლის ფეხბურთელი. ახლა ცენტრალური კრიმინალური პოლიცია ხელახლა იძიებს და ახდენს მოწმეების დაკითხვას, რათა განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულებს ბრალი წაუყენოს. პროკურატურა გამოძიებისთვის ერთი თვით ვადის გაგრძელებას ითხოვს. 31 ივლისს პირველი სასამართლო სხდომა იყო ჩანიშნული, თუმცა, გამოძიება მის 31 აგვისტომდე გადაწევას ითხოვს. 

ელზა პაპოშვილი
20.07.2020

ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის დაჭრის ფაქტი შესაძლოა 2012 წელს დაწყებულ დაპირისპირებას უკავშირდებოდეს.  დაჭრილი ჩემპიონის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურია და ის უკვე სახლში გაწერეს.  სახლში იმყოფება მისი მეგობარი გოჩა დავითაშვილიც, რომელიც დაპირისპირებისას ზვიადაურთან ერთად დაშავდა.

ელზა პაპოშვილი
19.07.2020

სასტიკი მკვლელობა ქუთაისში - 30 წლამდე ქალი მეზობლებმა მოკლული იპოვეს. ადგილობრივები ყვებიან, რომ მათ ქალის ყვირილის ხმა გაიგონეს, რომელიც შველას ითხოვდა, თუმცა მის დასახმარებლად არავინ მივიდა. მეზობლები მხოლოდ მაშინ დაინტერესდნენ რა მოხდა, როცა სახლიდან ყვირილის ხმა შეწყდა და არავინ აღარ გამოვიდა. ორი საათის დაგვიანებით მათ პოლიციაში დარეკეს. 


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×