ელზა პაპოშვილი
01.04.2021

 სისხლიანი გარჩევა ქართველებს და ჩეჩნებს შორის, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა 31 მარტს სტამბოლში ადგილობრივი დროით 6-ის ნახევარზე   მოხდა. როგორც ქართველი ემიგრანტები „რეზონანსს“ უყვებიან, ჩხუბში 7 ადამიანი მონაწილეობდა, 3 ქართველი და 4 ჩეჩენი. მათ ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება ბაშაკ-შეჰირში, სატმბოლის ერთ-ერთ უბანში, რესტორნის წინ დაიწყეს. ხოლო  დაპირისპირების მიზეზი, სავარაუდოდ, სესხის გადაუხდელობა გახდა.   თვითმხილველებს დარჩათ შთაბეჭდილება, რომ ისინი ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. 

ელზა პაპოშვილი
31.03.2021

სროლა ზუგდიდის ცენტრში პოლიციის შენობის მიმდებარედ - არსებული იფორმაციით, ყოფილმა სიძემ სიმამრს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და მისი  მოკვლა სცადა. მას ცეცხლი რამდენჯერმე გაუხსნა,  თუმცა მამაკაცმა თავს გაქცევით უშველა. ადგილიდან მიიმალა თავად თავდამსხმელიც, რომლიც ადგილობრივების ინფორმაციით, წარსულში პოლიციის თანამშრომელი იყო. 

ელზა პაპოშვილი
29.03.2021

ვენდეტა კახურად გრძელდება - 16 წლის წინ ჩადენილი მკვლელობის გამო ე.წ.  კრიმინალური ავტორიტეტზე მალხაზ ბადუაშვილზე გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში შურისძიება სცადეს. ჩაშლილი თავადსხმის შემდეგ კი ბადუაშვილის სამაცივრე მეურნეობა დაწვეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, თუმცა თავად დაჭრილი ბადუაშვილი, რომელიც სიკვდილს მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ მისი ავტომობილის საჭესთან სხვა იჯდა, ჯერჯერობით მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

თამთა ჩაჩანიძე
28.03.2021

„იბსუ მუდმივად ზრუნავს აკადემიური გარემოს განვითარებაზე, რაც ხელს უწყობს სტუდენტების მოტივაციის ამაღლებას. სხვადასხვა პროგრამით წელიწადში 80-ზე მეტი სტუდენტი მიდის ევროპის, აზიისა თუ ამერიკის უნივერსიტეტებში, 1 000-ზე მეტი აბიტურიენტი კი შიდა სასწავლო გრანტით სარგებლობს“, _ ამბობს „მთელ კვირასთან“ საუბრისას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (იბსუ) რექტორი საფფეთ ბარაქთუთანი, რომელმაც პანდემიის პირობებში არსებულ გამოწვევებსა და აბიტურიენტებისთვის საინტერესო სხვა თემებზე გვესაუბრა.

ელზა პაპოშვილი
27.03.2021

შემზარავი ფაქტი თბილისში - ჯავახიშვილის ქუჩაზე 85 წლის ქალის საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს. როგორც მეზობლები აცხადებენ, მას ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა და ნაწამები იყო. მათი ვარაუდით, შესაძლოა ის საკუთარმა შვილმა ჯერ აწამა, შემდეგ კი მოკლა. გარდაცვლილის შვილები კი აცხადებენ, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო.

ელზა პაპოშვილი
26.03.2021

კახეთში სისხლიანი დაპირიპირება, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 3 დაიჭრა, შს სამინისტრომ ცხელ კვალზე გახსნა. დააკავეს გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყის მცხორებლები არიან. ერთ-ერთი ვერსიით თავდასხმის მიზეზი შურისძიება გახდა.  გამოძიების ინფორმაციით, 16 წლის წინ ჩადენილი დანაშაულის გამო ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს მალხაზ ბადუაშვილს მისივე თანასოფლელები თავს დაესხნენ. ისინი შურისძიებას ვანო ტორიაშვილის მკვლელობის გამო ცდილობდნენ. ტორიაშვილი 16 წლის წინ მოკლეს და ეს დანაშაული მალხაზ ბადუაშვილს დაბრალდა. მან ციხეში 15 წელი გაატარა. სწორედ ტორიაშვილის ბიძაშვილები არიან დაკავებულები. 

ელზა პაპოშვილი
26.03.2021

ემუქრება თუ არა საფრთხე ვაშლიჯვრის მოსახლეობას და უნდა მოხდეს თუ არა მათი ევაკუაცია? - მოსახლეობა აბობს, რომ ისინი მიწის  პატარა  ბიძგებს გრძნობენ და  მეწყერის ჩამოწაოლის სფრთხე არსებობს. ამიტომაც ქალაქის მერს კახა კალაძეს სთხოვენ, რომ მათი სახლებიდან გაყვანა მოხდეს. ისინი თავს მშვიდად ვერ გრძნობენ და არ გამორიცხავენ, რომ მიწამ მოწყვეტის შემთხვევაში მათი სახლები ჩაიტანოს. 

ია აბულაშვილი
26.03.2021

მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელსაც კულტურის სფეროს ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა, ამბობს, რომ ასეთი თავდასხმა არა თუ ნაადრევია, არამედ გაუმართლებელიც.

ელზა პაპოშვილი
26.03.2021

არსებობს მოსაზრება, თითქოს კოვიდგადატანილებისთვის არ არის რეკომენდებული 6 თვემდე ვაქცინაცია, ეს არის დეზინფორმაცია და მტკნარი ტყუილი. გული მწყდება, რომ ვიღაცები ცდილობენ ეს ტრაგედია კომერციული მიზნებით გამოიყენონ, აცხადებს „რეზონანსთან“ ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძე და ამატებს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა ვაქცინაციის პროცესის დისკრედიტაცია არ მოხდეს. 

ელზა პაპოშვილი
25.03.2021

„ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოშია. მას შენახვის განსაკუთრებული პირობები სჭირდება, ეს არის -70 გრადუსი, ამიტომ ის მხოლოდ 3 დიდ ქალაქში, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში 6 კლინიკაზე გადანაწილდება. ჩამოსულია 29 250 ათასი დოზა, რაც 14 ათას ადამიანს ყოფნის, რადგან აცრა ორჯერ კეთდება.

 

ელზა პაპოშვილი
25.03.2021

კრიმინალური გარჩევა კახეთში - გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში ადგილობრივებმა დილის 8 საათზე ავტომატიდან მიჯრით გასროლის ხმა გაიგონეს, გარეთ გამოსულებმა კი გაიგეს, რომ მათ თანასოფლელზე თავდასხმა მოხდა. ავტომობილში, სადაც  4 ადამიანი იჯდა, ავტომატით დაცხრილეს. მანქანაში საჭესთან მჯდომი მამაკაცი ადგილზევე დაიღუპა, 3 დაჭრილმა კი თავს გაქცევით უშველა. 


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×