უნგრეთის საელჩო ჩეხეთის, სლოვაკეთის და პოლონეთის საელჩოებთან თანამშრომლობით აწყობს ვიშეგრადის ფესტივალს 2022 წლის 27 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით საქართველოში. ფესტივალის ღონისძიებები თბილისში და ბათუმში ჩატარდება.
უნგრელ, ჩეხ, პოლონელ და სლოვაკ ერთა კულტურული სურნელი წარმოდგენილი იქნება საბავშვო ფილმებით, მოკლემეტრაჟიანი ფილმებით, ხალხური მუსიკით და ცეკვით, ასევე, შუა საუკუნეების ისტორიული პარალელებით ვიშეგრადის ქვეყნებსა და საქართველოს შორის.
უნგრეთის ელჩი საქართველოში ანა მარია შიკო თვლის, რომ ფესტივალის მთავარი ამოცანაა ახლოს გააცნოს ქართველ ხალხს ცენტრალური ევროპის და კონკრეტულად ვიშეგრადის ოთხეულის ქვეყნების კულტურა, ისტორია, ტრადიციები.
ფესტივალი უნგრეთის, როგორც ვიშეგრადის ქვეყნების ჯგუფის პრეზიდენტის ორგანიზებით ტარდება და მასში გათვალისწინებულია ყველა დეტალი, რათა ის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და საინტერესო იყოს ფართო საზოგადოებისთვის.
ანა მარია შიკო: „ჩვენი სურვილია, რომ ფესტივალის მრავალფეროვან ღონისძიებებს რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაესწროს - პროგრამა იმგვარდაა შედგენილი, რომ ის საინტერესო იყოს სხვადასხვა თაობის ადამიანებისთვის, დაწყებული ბავშვებიდან და რაღა თქმა უნდა, ხელმისაწვდომი ყველასთვის.
ყველა აქტივობაზე დასწრება თავისუფალია და ლოკაციებიც იმგვარადაა შერჩეული, რომ ის საყოველთაოდ ცნობადი ადგილებია და ადვილად მისასვლელი ტრანსპორტირების მხრივ.
ამ დღეების განმავლობაში გვაქვს პატივი ქართველებს გავაცნოთ ცენტრალური ევროპის კულუტურა, ისტორია, ტრადიციები, სამზარეულო, რაც ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას და ცნობადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
თავად ვიშეგრადის ჯგუფის შექმნის და მისი არსებობის ისტორია მეტად საინტერესოა - ყველაფერი 1335 წელს დაიწყო, როდესაც ბოჰემიის მეფემ იოჰან 1-მა, უნგრეთის მეფემ კარლოს 1-მა და პოლონეთის მეფემ კაზიმირ მე-3-ემ ერთობლივი სამიტების გასამართად ვიშეგრადის კონგრესი შექმნეს.
თანამედროვე ვიშეგრადის ალიანსი კი 1991 წლის 15 თბერვალს დაარსდა უნგრეთის ქალაქ ვიშეგრადის ციხესიმაგრეში და 1993 წელს ჩეხოსლოვაკიიდან ჩეხეთისა და სლოვაკეთის გაყოფის შემედგ სამეული ოთხეულად გადაკეთდა - დღეისათვის ვიშეგრადის ჯგუფს 4 ქვეყანა წარმოადგენს: უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი."
ვიშეგრადის ფესტივალის პროგრამა
თბილისი
30 ივნისი (ხუთშაბათი)
11:00-12:00 - პროფესორ ჩაბა ჰიდანის ლექცია 1335 წელს ცენტრალური ევროპის 3 მეფის ვიშეგრადში შეხვედრისა და შუა საუკუნეებში თავდაცვითი შეიარაღების შემოღების შესახებ
პროფესორ თეა წითლანაძის ლექცია XIV საუკუნის საქართველოს შესახებ
მისამართი: თბილისის ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის მე-5 კორპუსი, 309-ე აუდიტორია, ჭავჭავაძის გამზ. 36
16:00 - 18:00 - საბავშვო ფილმების ფესტივალი
მისამართი: კ/თ ამირანი, კოსტავას ქ. 36/1
18:00 - 20:00 - მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი - ჯილდოს მფლობელი ფილმები
მისამართი: კ/თ ამირანი, კოსტავას ქ. 36/1
1 ივლისი (პარასკევი)
15:00 - 17:00 - საბავშვო ფილმების ფესტივალი
მისამართი: კ/თ ამირანი, კოსტავას ქ. 36/1
17:00 - 19:00 - მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი - ჯილდოს მფლობელი ფილმები
მისამართი: კ/თ ამირანი, კოსტავას ქ. 36/1
2 ივლისი (შაბათი)
19:00 - მსოფლიოში სახელგანთქმული ხალხური მუსიკის ანსამბლის „Muzsikás" კონცერტი
მისამართი: ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი, დავით აღმაშენებლის 127
ვიშეგრადის სამზარეულოს დღეები (30.06/05.07) - მისამართი: რესტორანი „Food Seasons", სულხან ცინცაძის 12.
ბათუმი
4 ივლისი (ორშაბათი)
11:00-12:00 - პროფესორ ჩაბა ჰიდანის ლექცია 1335 წელს ცენტრალური ევროპის 3 მეფის ვიშეგრადში შეხვედრისა და შუა საუკუნეებში თავდაცვითი შეიარაღების შემოღების შესახებ
ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორის ლექცია XIV საუკუნის საქართველოს შესახებ
მისამართი: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ნინოშვილის 35/32/რუსთაველის ქ.)
19:00 - მსოფლიოში სახელგანთქმული ხალხური მუსიკის ანსამბლის „Muzsikás" კონცერტი
მისამართი: ბათუმის დრამატული თეატრი (რუსთაველის ქ. 1)
5 ივლისი (სამშაბათი)
16:00-18:00 - საბავშვო ფილმების ფესტივალი
მისამართი: კინოთეატრი აპოლო (მ. აბაშიძის 17)
18:00-20:00 - მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი - ჯილდოს მფლობელი ფილმები
მისამართი: კინოთეატრი აპოლო (მ. აბაშიძის 17)
დასწრება თავისუფალია!