თამთა ჩაჩანიძე
24.07.2020

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ამერიკის მთავარეპისკოპოსს ელპიდოფოროსს შეხვდა, სადაც სტამბოლში აია-სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთების შესახებ ისაუბრეს.

პრეზიდენტი ტრამპი ტაძრის შესახებ არსებული ამბების გამო უკიდურესად აღშფოთებულია და მიიჩნევს, რომ თურქეთის ხელისუფლება რელიგიური უმცირესობების უფლებებს არღვევს.

მანვე განაცხადა, რომ ელინიზმის ეპოქის მომხრე და გულშემატკივარია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭირო ჩარევებს დაუყოვნებლივ განახორციელებს.

10 ივლისს თურქეთის სახელმწიფო საბჭომ ქვეყნის მთავრობის 1934 წლის გადაწყვეტილება გააუქმა, რომლის მიხედვითაც აია სოფია მუზეუმად გადაიქცა. დღეისათვის კი ის კვლავ მეჩეთად გადაკეთდა.

მანამდე 5 ივნისს კი თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა თავის თანაშემწეებს დაავალა, რომ ტაძარი მისი ოფიციალურად მეჩეთად გადაკეთებისთვის მოემზადებინათ.

2 ივლისს, თურქეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიძლება, რომ ტაძარს სტატუსი შესცვლოდა.

24 ივლისს კი 86 წლის შემდეგ აია სოფიას ტაძარში პირველად, მუსლიმთა პარასკევის ლოცვა სრულდება. თურქული მედიის ინფორმაციით, ლოცვას ქვეყნის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანიც დაესწრო, პარასკევის ლოცვას დაესწრო თურქეთის რესპუბლიკის რამდენიმე მინისტრიც.

აია-სოფიას ტაძართან ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით უამრავი პოლიციელია მობილიზებული

წმინდა სოფიას ტაძარი, რომელსაც მსოფლიოს ერთ-ერთ დიდებულ შენობად მიიჩნევენ, ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე I-ის ბრძანებით ააგეს. 537 წელს კი ტაძარი აკურთხეს.

1453 წელს, კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ, თურქეთის სულთანმა მეჰმედ II- მ ბრძანა, რომ ტაძარი მეჩეთად გადაკეთებულიყო. აია სოფია 1930-იან წლებამდე მუსლიმთა სალოცავი იყო.

1935 წელს მუსტაფა ქემალ ათათურქის ბრძანების საფუძველზე ტაძარს სტატუსი შეუცვალეს და ის მუზეუმი გახდა. 1985 წელს იუნესკომ სხვა ამ რაიონში განლაგებულ ისტორიული ღირებულების მქონე კომპლექსებთან ერთად „მსოფლიო მემკვიდრეობის" ნუსხაში შეიტანა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×