თამთა ჩაჩანიძე
31.07.2020

მილიარდერმა ბიზნესმენმა და კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა Yahoo Finance-სთან ინტერვიუში კორონავირუსთან ბრძოლასა და ვაქცინის თაობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ მხრივ მედიცინა წინ რეკორდული სიჩქარით მიიწევს და ვირუსთან ბრძოლისა და მკურნალობის კუთხით ამ წელს შედარებით უკეთესი შედეგი დადგება, ხოლო მომავალ წლისთვის კი მზად უამრავი ვაქცინა იქნება.

„2021 წლის განმავლობაში ბევრი ვაქცინის წარმოება უნდა შევძლოთ"- აცხადებს გეითსი, რომელმაც მეუღლესთან ერთად პანდემიასთან ბრძოლაში კვლევებსა და ვაქცინის შემუშავებას 350 მილიონ დოლაზე მეტი შესწირა.

მისი თქმით, ვაქცინა არის ის ერთადერთი გამოსავალი, რასაც კორონავირუსის შეჩერება შეუძლია.

კომპანია Microsoft-ის თანადამფუძნებელი, რომელიც პერსონალური კომპიუტერის განვითარების ეტაპებს ხელმძღვანელობდა, მედიცინის წინსვლას აღწერს, როგორც დიდ მიტივაციას „უზარმაზარი ტრაგედიის ფონზე". ამბობს, რომ მისი ფონდი, რომელიც პანდემიასთან ბრძოლის გამო შეიქმნა და რომელიც კერძო სექტორთან ვაქცინებისა და კორონავირუსის სამკურნალო საშუალებების შექმნაზე მუშაობს, წინ რეკორდული სიჩქარით მიიწევს.

მილიარდერი იმედოვნებს, რომ წლის ბოლოსთვის კოვიდ19-ის მკურნალობის პროცესი გაუმჯობესდება, რის შედეგადაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაიკლებს.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათს ფარმაცეპტულმა კომპანიებმა „მოდერნამ" და „პფიზერმა" განაცხადეს, რომ მათ მიერ შემუშავებული ვაქცინები გამოცდის ბოლო სტადიას გადის, თითოეულში კი 30 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს.

აშშ-ის მთავარმა ინფექციონისტმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ კომპანია „მოდერნას" მიერ შემუშავებული ვაქცინის გამოცდა ზაფხულის ბოლოს დასრულდება, ხოლო საბოლოო შედეგები კი ნოემბრისთვის გახდება ცნობილი-ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი" იტყობინება.

სააგენტო „როიტერზის" ცნობით, ჩინეთის მთავრობასთან დაკავშირებული ჰაკერები ახალი კორონავირუსის ვაქცინაზე მომუშავე ამერიკულ კომპანია „მოდერნას" დაესხნენ თავს, როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა „როიტერზის" ჟურნალისტს დაუდასტურეს, მომხდარის შესახებ ფედერალური საგამოძიებო ბიურო ინფორმირებული იყო.

პეკინი მომხდარს უარყოფს და ჩინელი ჰაკერების მხრიდან ამერიკულ ბიოტექნოლოგიურ კომპანიაზე მიტანილი კიებერიერიშის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უსაფუძვლოს უწოდებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×