თამთა ჩაჩანიძე
02.02.2021

სომხეთის მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოში აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ოფოციალური ერევანი ირწმუნება, რომ ყარაბაღში ომი აზერბაიჯანმა დაიწყო და საბრძოლო მოქმედებებისას უხეშად დაარღვია რამდენიმე საერთაშორისო კონვენცია. ამის შესახებ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს სომხეთის წარმომადგენლობის „ფეისბუქ" გვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია წერია.

„სომხეთის მთავრობა ირწმუნება, რომ აზერბაიჯანმა დაარღვია სიცოცხლის უფლება, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა, თავისუფლების უფლება, საკუთრების უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება, განათლების უფლება, ასევე არცახისა (მთიანი ყარაბაღის) და სომხეთის მოსახლეობის რიგი სხვა კონვენციური უფლებები", - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე წყაროს ცნობით, სომხური მხარის ოფიციალურ განცხადებას დართული აქვს შესაბამისი მტკიცებულებები და გარდა ამისა, სომხურმა მხარემ პირობა დადო, რომ უკვე შეტანილ სარჩელებზე სასამართლოს დიდი რაოდენობით დამატებით მტკიცებულებებს წარუდგენს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×