თამთა ჩაჩანიძე
29.04.2021

ბაიდენმა არათანმიმდევრული საგარეო პოლიტიკა გაატარა, პირველი მომენტი რაც ყველაზე დადებითი გააკეთა, მან სტრატეგიული შეიარაღების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა და ძალაში შეყვანა შეძლო, რასაც ტრამპი ამუხრუჭებდა, მაგრამ შემდგომი ნაბიჯები ცოტა გაურკვეველი იყო - აცხადებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხვებში ვახტანგ მაისაია პრეზიდენტ ბაიდენის მმართველობის პირველი 100 დღის შეფასების გარშემო ამერიკაში დაწყებულ დისკუსიაზე.

100 დღის წინ აშშ-ის სახლი იწვოდა და ჩვენ უნდა გვემოქმედა, - ეს განცხადება ჯო ბაიდენმა კონგრესში ყოველწლიური გამოსვლის დროს გააკეთა. რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ, რონა მაკდენიელმა ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ ბაიდენის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის პირველი ასი დღე იყო „არაკვალიფიციური ჩავარდნა".

„თავის საინაუგურაციო სიტყვაში ბაიდენი ერთიანობისკენ მოწოდებით გამოვიდა. ეს იყო ტყუილი. ბაიდენის გამო ჩვენი ერი კიდევ უფრო დაყოფილია", - ნათქვამია მაკდანიელის განცხადებაში.

ამასთან დაკავშირებით ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით ბაიდენის მმართველობის პირველი ეტაპი ტრაპისგან არ განსხავდება, გარდა ერთი საკითხისა, რომ სტრატეგიული შეიარაღების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა.

„ჩემი აზრით ბაიდენმა არათანმიმდევრული საგარეო პოლიტიკა გაატარა. პირველი მომენტი, რაც ყველაზე დადაბითი გააკეთა, მან სტრატეგიული შეიარაღების ხელშეკრულება სამის ხელმოწერა და ძალაში შეყვანა შეძლო, რასაც ტრამპი ამუხრუჭებდა, მაგრამ შემდგომი სხვა ნაბიჯები ცოტა გაურკვეველი იყო, მიგრანტებთან დაკავშირებით სიტუაცია ჯერჯერობით გაურკვეველია თუ როგორ პოლიტიკას გაატარებს.

„ასევე გაურკვეველია ევროკავშირთან როგორ ურთიერთობებს განავითარებს, გაურკვეველი პოზიციაა ირანის ბირთულ პროგრამასთან დაკავშირებით, ერთი პერიოდი ამბობდა, რომ ირანთან სიტუაციას გაამკაცრება, მერე თქვა, რომ სანქციებს მოხნიდა. ასევე ავღანეთიდან ჯარების გამოყვანაზე ტრამპის პოზიციას არ გაითალისწინებდა და ჯარების გამოყვანაზე გადაწყვეტილება უკვე მიიღო. პრინციპში ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ გამოდის, რომ ამ მხრივ ტრამპის პოლიტიკა გააგრძელა.

„მაშინ რა განსხვავებაა ტრამპისა და ბაიდენის საგარეო პოლიტიკურ სტრატეგიებს შორის? ერთი მომენტი ისაა, რომ ბაიდენმა ტრამპსგან განსხვავებით რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის კუთხით პირობების მიღწევა შეძლო.

„უკრაინასთან დაკავშირებით, ჯერ იყო და ბაიდენს ზელენსკისთან ურთიერთობა არ ჰქონდა, მერე თითქოს დაიწყო, მაგრამ კონფლიქტის დროს ორი ნაღმოსანი შავი ზღვის აკვატორიაში არ შემოიყვანა. ასევე ტრამპის პოლიტიკის გაგრძელება იყო თურქეთთან ურთიერთობაშიც, ოღონდ ბაიდენმა კიდევ უფრო მკვეთრი განცხადება გააკეთა სომხების გენოციდი აღიარა, პლიუს კიდევ თურქი მაღალჩინოსნების მიმართ პერსონალური სანქციები შემოიღო.რაც შეეხება კლიმატის ხელშეკრულებას, ბაიდენს ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ნაბიჯები არ გადაუდგამს, შეიძლება ეს მაშინ გააკეთოს, როცა კონფერენცია მაისში იქნება.

„ტრამპს გუნდური პრინციპი უფრო კარგი ჰქონდა, ვიდრე ბაიდენს, მან ერთიანი გუნდი ვერ შეკრა, რადგან მის შიგნითაც, ჩემი აზრით, განსხვავებული პოზიციები და ხედვებია, ბაიდენსა და ტრამპის საგარეო პოლიტიკას შორის განსხვავება მიჭირს.

„რაც შეეხება საქართველოს, ჩვენს მიმართ კელი დეგნანისა და სენატორების გარდა, ბაიდენის ადმინისტრაცია მაინცდამაინც დიდი აქტიურობით არ გამოირჩეოდა, ასი დღე გავიდა, საქართველო სტრატეგიული მეგობარია და ამერიკისთვის პერიფერიული ინტერესების ობიექტი არ ვართ, რომ აქტიურობა არ იყოს.ერთი საკითხის გარდა, ტრამპისა და ბაიდენის საგარეო პოლიტიკას შორის განსხვავებას მე პირადად ვერ ვხედავ," - განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )