თამთა ჩაჩანიძე
14.05.2021

ისრაელსა და პალესტინურ რადიკალურ დაჯგუფება "ჰამასს" შორის ორმხრივი იერიშები 9 მაისიდან არ წყდება. ამჯერად ისრაელი ღაზას სექტორზე შეტევას აძლიერებს და თუ აქამდე მხოლოდ საჰაერო იერიში ხორციელდებოდა, ქვეყანამ გუშინ 9 ათასი ქვეითის მობილიზაცია გამოაცხადა, სამხედრო ოპერაციაში ავიაციის გარდა უკვე მონაწილეობენ არტილერია და ტანკები, თუმცა, მედიასაშუალებები წერენ, რომ ეს არ არის სახმელეთო ოპერაცია და სამხედროები უშუალოდ ღაზის სექტორის ტერიტორიაზე არ იმყოფებიან.

დაძაბულობა მატულობს არა მხოლოდ სამხედრო მოქმედებების, არამედ რიგით მოქალაქეთა შორის დაპირისპირების გამოც. ისრაელის რამდენიმე ქალაქში არეულობაა,ერთმანეთს ეთნიკურად არაბები და ებრაელები ფიზიკურად უსწორდებიან. ამის პარალელურად, მხარეები დაღუპულთა შესახებ ცნობებს ავრცელებენ. 31 ბავშვის გარდაცვალებას იუწყება პალესტინა.

პალესტინური რადიკალური მოძრაობა "ჰამასის" ლიდერი პალესტინელებს მასობრივი დემონსტრაციებისკენ მოუწოდებს. ისმაილ ჰანია პალესტინელებს აგიტაციას უწევს რომ შაბათს ისრაელისა და პალესტინის ტერიტორიებზე დემონსტრაციები გამართონ, არ დაემორჩილონ ისრაელის პოლიციას, რათა გააპროტესტონ ავიადარტყმები ღაზას სექტორზე.

ღაზას სექტორში გარდაცვლილთა რიცხვი 113-მდე გაიზარდა, მსხვერპლთა შორის 31 ბავშვია. "ალ-ჯაზირას" ინფორმაციით, გაზრდილია დაშავებულთა რაოდენობაც და მათი რიცხვი უკვე 600-ს აღწევს. მსხვერპლია ისრაელის ტერიტორიაზეც. ღაზას სექტორიდან განხორციელებულ დაჯგუფება "ჰამასის" სარაკეტო დარტყმებს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, მათგან ორი ბავშვია, ერთი კი ინდოეთის მოქალაქეა.

როგორც უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, სიტუაცია ნელ-ნელა იძაბება, სახმელეთო ოპერაცია დაიწყო და შესაძლოა დაბალი ინტენსივობის სამხედრო კონფლიქტი საშუალო და მაღალი ინტენსივობის ომში გადაიზარდოს, სიტუაციის დაწყნარებას კი მაისაიას აზრით, მიუხედავად დიდი სახელმწიფოების მოწოდებებისა პირი არ უჩანს.

„ჯერჯერობით დაბალი ინტენსივობის სამხედრო კონფლიქტი საშუალო ინტენსივობის სამხედო კონფლიქტის დონეზე გადადის, მაღალ ინტენსივობაზე თუ გადავა მერე ლოკალური ომი დაიწყება, სადაც როგორც ჩანს გარე ძალებიც ჩაერთვებიან, სავარაუდოდ ირანის რესპუბლიკა, არვიცი თურქეთი ალბათ პოლიტიკურ მხარდაჭერას გამოუცხადებს, რუსეთის ჰიბრიდული ჩარევაც არაა გამორიცხული, დავუშვათ იარაღის მიწოდებაში თუ სხვა ტიპის ქმედებების განხორციელება, ირანის მხარდაჭერა და ა.შ.

„პუტინს ისრაელთან პრეტენზიები აქვს, იმიტომ რომ როგორც მოგეხსენებათ რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა და 30 სამხედრო მათ შორის მაღალი თანამდებობის პირი დაიღუპა ამას რუსეთი ისრაელს აბრალებდა და შესაძლოა პუტინს მიეცეს საშუალება, რომ ისრაელთან ერთგვარი ანგარიშწორების საშუალება მიეცეს, ის საკმაოდ გულღრძო ადამიანია და არაფერს არ ივიწყებს.

„ირანმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ თუ სიტუაცია გამწვავდა, ის კონფლიქტში ალბათ ჩაერთვება, მით უმეტეს, რომ ირანსა და ისრაელს შორის ერთგვარი საერთო საზღვარია, იმედია, რომ ეს საშუალო და მაღალი ინტენსივობის სამხედრო კონფლიქტის დონეზე არ გადაიზრდება, ეს უკვე ნიშნავს, რომ ფაქტიურად მთელი პალესტინური შემადგენლობა და საომარ მოქმედებებში მთელი ისრაელი სახელმწიფო მობილიზაციით ჩაერთვება, მერე უკვე შემდეგ შესაძლოა ლოკალური ომი დაიოწყოს და იქ როგორ განვითარდება მოვლენები, ამას ვერავინ ვერ იტყვის. მაგრამ ის, რომ სიტუაცია ირანსა და ისრაელს შორის ომის დონემდე მივიდეს, მაგის ალბათობა რჩება, თუმცა იმედია აქამდე არ მივა.

„ევროკავშირი და ამერიკა მხარეებს მოუწოდებენ, რომ მოქმედებები შეაჩერონ და მშვიდობიანი მოსახლეობა დაიცვან, თუმცა ამერიკა ასევე ისრაელის სუვერენიტეტს მხარს უჭერს, რუსეთის თურქეთისა და ირანის პოზიციები ცოტა განსხავებულია, თუმცა რუსეთმა პოზიცია შეარბილა და უნდა ლავირების პოლიტიკა გგანახორციელოს, რადგან როგორც ჩანს ახლო აღმოსავლეთის კვარტეტი აღდგება, რომელმაც თავის დროზე საკმაოდ დიდი როლი ითამაშა პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის დარეგულირების სფეროში.

„ალბათ ეს კვარტეტი უნდა აღდეს, აქ ამერიკა, რუსეთი, ბრიტანეთი და საფრანგეთი მონაწილეობს, ამ კვარტეტის საქმიანობა რატომრაც 2011 წლიდან შეწყდა, ამან კი ის გამოიწვია, რაც ახლა ხდება. რა თქმა უნდა ტეროირისტული ორგანიზაციების სერიოზუყლი აღკვეთა უნდა მოხდეს იმიტოპ, რომ მათი აგრესიიდანაა ეს ყველაფერი და ალბათ ისრაელმაც ცოტა სხვანაირი პოლიტიკა უნდა მიიღოს, რომ იერუსალიმის მიმდებარე ტერიტორიებზე პალესტინელების უფლებები დაიცვას.

„როგორც ჩანს ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, თუ ჰამასმა სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია, შეიძლება პალესტინასსა და ისრაელს შორის სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს, ანუ დაბალი ინტესივობიდან საშუალო და მაღალი ინტენსივობის სამხედრო კონფლიეტის დონემდე აყვანაზეა საუბარი, ამ ეტაპზე სიტუაციის დაწყნარებას პირი არ უჩანს,"- განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×