ქრისტინე კაპანაძე
24.05.2021

იაპონია კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის - ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ოსაკაში საავადმყოფოებში ადგილები აღარ არის, იწურება საწოლების მარაგიც. ადგილობრივი ექიმები ამბობენ, რომ უსაფრთხოდ აღარავინ არის, ხოლო ქალაქ ოსაკაში ინფექციის გამანადგურებელი შემოტევაა.

ოსაკას ჯანდაცვის სისტემის ასეთ დამანგრეველ გადატვირთვას სპორტული ღონისძიებების ჩატარებას უკავშირებენ, რომელიც ქალაქში 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის სამედიცინო სისტემის დანგრევა. ეს არის ხუთჯერ მეტი ნახტომი სამი თვის წინანდელ პერიოდთან შედარებით. ,"- განაცხადა იუჯი ტოჰდამ, ოსაკაში კინდაის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს დირექტორმა.

როგორც ცნობილია, ვირუსის იაპონურმა ვარიანტმა შეიძლება ახალგაზრდებიც მოკლე დროში მძიმედ დააავადოს, ხოლო სერიოზული ავადმყოფობის შემდეგ პაციენტის გამოჯანმრთელება რთულად მიმდინარეობს.

„თუკი აქამდე ახალგაზრდებს ეგონათ ვირუსს მარტივად გადაიტანდნენ, ახლა ასე აღარ იქნება. რისკი ყველაზე თანაბრად არსებობს,"- განაცხადა ოსაკას სამედინიცო და ფარმაცევტული საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ტოშიაკი მინამამ.

ირკვევა ისიც, რომ კრიტიკულად მძიმედ დაავადებულთა მზრუნველობით, ინფექციამ სერიოზული ზიანი მედპერსონალსაც მიაყენა. ოსაკას სამედიცინო კლინიკის მედდების განყოფილების ხელმძღვანელის საწუკი ნაკაიამამის თქმით, ინიფიცრდებიან ექიმებიც.

„მე უნდა ვიფიქრო მედპერსონალის ჩანაცვლების საკითხზეც,"- თქვა მან.

ექიმების თქმით, თუ ოლიმპიური თამაშები ივლისშიც გაგრძელდება, ეს საბოლოოდ დაანგრევს ჯანდაცვის სისტემას.

აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის მხრივ იაპონიას ერთ-ერთი ყველზე დაბალი მაჩვენებელი აქვს სხვა დიდ ქვეყნებს შორის, ხოლო კოვიდის გართულებულ შემთხვევებს იაპონელები ბრიტანული ვირუსის შტამსაც უკავშირებენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×