ქრისტინე კაპანაძე
31.05.2021

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ახლახანს გამოქვეყნებულ 12 წლიან კვლევაში ბაბეზიოზის (დაავადება, რომელიც ტკიპებს გადააქვს) შესახებ ნათქვამია, რომ ინფექცია „არსებითად იზრდება მსოფლიოში". 2011 წელს როდესაც, აშშ-ში ბაბეზიოსის შესახებ მონაცემების შეგროვება დაიწყო, 116-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. დღეს აშშ-ში ყოველწლიურად 2000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, თუმცა, ადგილობრივი ექიმების თქმით, რეალური რიცხვი ბევრად უფრო მეტია.

ბაბეზიოზის ინფექცია ადამიანების უმეტესობაში სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, ან აქვთ მსუბუქად გამოხატული გრიპის მსგავსი სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, შემცივნება, ოფლიანობა, თავის ტკივილი, სხეულის ტკივილი, გულის რევა, მადის დაკარგვა.

დაავადების სწრაფად პრევენციის შემთხვევაში, პაციენტის განკურნება მარტივია პრეპარატ „ატოვაკონისა" და „აზითრომიცინის" კომბინაციით 7-10 დღის განმავლობაში. დაინფიცირების შემთხვევეში რისკ ჯგუფში არიან მოხუცები და ის ადამიანები, რომელთაც თანმდევი დაავადებები აქვთ.

ნიუ იორკის სამედიცინო კოლეჯის ინფექციური დაავადებების ხელმძღვანელმა გარი ვორმსერმა თქვა, რომ ე.წ „ტკიპის დაავადებამ" შეიძლება სხვა მსგავსი სახის ინფექციების განვითარებასაც შეუწყოს ხელი.

ვორმსერი ამბობს, რომ თუ ტკიპას აღმოვაჩენთ, მისი მოშორება პინცეტის მეშვეობით შეგვიძლია, ასევე ტკიპებზე ზემოქმედების შემდეგ, ის პაციენტების შხაპის მიღებას ურჩევს და სხეულის სრულ კონტროლს 24 საათის განმავლობაში.

2017 წელს აღნიშნული დაავადებით შედეგად გარდაიცვალა "Comcast"-ის გაყიდვების ხელმძღვანელი ჯეფ ნატიჩია, რომელიც სამსახურში იმყოფებოდა, როდესაც შეუძლოდ გახდა და თავის მეუღლეს კრისის დაურეკა საავამდყოფოში დასახვედრად.

როდესაც კრისი მეუღლის სანახვად ჩავიდა, შენიშნა, რომ ქმრის კანი გაყვითლებული იყო, თითქოს ის აფორიაქებული და აჟიტირებული იყო, ასევე არ შეეძლო შარდვა. მეორე დღეს ჯეფი უფრო სუსტად იყო, ოფლიანობდა და ძილი არ შეეძლო, ასევე უჭირდა სუნთქვაც. თვალები გაუყვითლდა.

ექიმებმა 51 წლის მამაკაცი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. მათი თქმით, მისი სიმპტომები მალარიას ჰგავდა, თუმცა საბოლოოდ ჯეფს ბაბეზიოზი - ტკიპებით გამოწვეული ინფექცია დაუდასტურდა, რომელიც თავს ესხმის სისხლის წითელ უჯრედებს. ჯეფს დაენიშნა ანტიბიოტიკები, დადგა სისხლის გადასხმის აუცილებლობის საკითხიც, რადგან მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ჯეფის გარდაცვალების შემდეგ, მისი მეუღლე კრისი და შვილები ბაბეზიოზის შესახებ ინფორმაციებს აგროვებდნენ, რადგან სხვა ოჯახებს დახმარებოდნენ მსგავს შემთხვევაში.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კი გვაფრთხილებს, რომ „ბაბეზიოზის" დაავადების ტენდენციები მსოფლიოში იზრდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×