ქრისტინე კაპანაძე
19.07.2021

აშშ-ში რეგისტრირებული ექთნების უმსხვილესი პროფკავშირული და პროფესიული ასოციაცია, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს მოუწოდებს, რომ აღადგინონ „უნივერსალური ნიღბების" რეკომენდაციები ადამიანებისთვის, რადგან მიუხედავად ვაქცინაციისა მათთვის კორონავირუსის „დელტა" შტამი შეშფოთებას იწვევს.

ორშაბათს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მისამართით გაგზავნილ წერილში ექთანთა ასოციაციამ მოითხოვა დაბრუნდეს ნიღბის ტარების წესი.

„ჩვენი წინადადებები ემყარება მეცნიერებას და სიფრთხილის პრინციპებს, რათა დავიცვათ ექთნები, სხვა მუშაკები, პაციენტები და საზოგადოება," - ნათქვამია წერილში.

წერილში ექთნებმა შეშფოთება გამოთქვეს იმის გამოც, რომ covid 19 ის „დელტა" ვარიანტით ვაქცინირებული ადამიანებიც ინფიცირდებიან, რაც ზრდის სიფრთხილის ზომების დაცვის აუცილებლობას.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიმართ ექნთებს შემდეგი მოთხოვნები აქვთ:

აღადგინეთ რეკიომენდაცია ყველასთვის (ვაქცინაციის სტატუსის მიუხედავად), ყველამ უნდა გამოიყენოს ნიღბები საჯარო სივრცეში, მათი ოჯახის წევრებისა თუ გარეთ მყოფ ხალხთან ახლოს;

გაანახლეთ კონტროლის წესები, ვირუსი შესაძლოა გადადიოდეს აეროზოლების საშუალებით;

თვალყური ადევნეთ ინფექციებს, სრულად ვაქცინირებულ ადამიანებში, მსუბუქი და უსიმპტომო ინფექციების ჩათვლით.

ექთნები ამბობენ, რომ ისინი მზად არიან ყველა პაციენტის დასაცავად, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვისათვის, თუმცა ამისთვის სჭირდებათ უსაფრთხო გარემო.

ექთანთა ასოციაციის თანადამფუძნებელმა დებორა ბურგერმა, განაცხადა, რომ მსგავსი წერილით მიმართვის აუცილებლობა არსებობდა, რადგან პანდემია ჯერ არ დასრულებულა.

„ხალხს კვლავ ემუქრება კოვიდინფიცირება, ექთნები და ჯანდაცვის სექტორი რისკის ქვეშ იმყოფებიან, საჭიროა ნიღბების ტარების წესის განახლება,"- ამბობს ბურგერი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს, ექთნების წერილზე პასუხი ჯერჯერობით არ გაუციათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×