თამთა ჩაჩანიძე
23.07.2021

უკრაინა „ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის ოპერატორების წინააღმდეგ სანქციებს კვლავ მოითხოვს და აგრძელებს კონსულტაციებს მეგობარ ქვეყნებთან ამ მიმართულებით - ამის შესახებ სახელმწიფო კომპანია ნაფტოგაზის ხელმძღვანელმა იური ვიტრენკომ ვაშინგტონში ვიზიტის დროს განაცხადა.

მისი თქმით, კიევმა ყურადღებით წაიკითხა გერმანიისა და შეერთებული შტატების ერთობლივი განცხადება, რომელშიც მხარეები შეთანხმდნენ თითქმის დასრულებულ გაზსადენთან დაკავშირებით მოქმედებებზე. თუმცა ამ დოკუმენტში უკრაინის უსაფრთხოების ძირითადი პრობლემები და გამოწვევები უპასუხოდ რჩება.

ნავთოგაზის ხელმძღვანელმა თქვა, რომ უკრაინა გააგრძელებს მეგობრებისთვის იმის ახსნას, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სურს გამოიყენოს გაზი გეოპოლიტიკურ იარაღად და ამიტომ აუცილებელია სანქციების გაგრძელება.

მან იმედი გამოთქვა, რომ აგვისტოს ბოლოს უკრაინის მეთაურის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი შეერთებულ შტატებში შეცვლის სიტუაციას. მას შესაძლებლობა ექნება განუმარტოს თავის ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენს, თუ რა საფრთხეებს უქმნის „ჩრდილოეთის ნაკადი 2" უკრაინისა და ზოგადად ევროპის უსაფრთხოებას.

ვიტრენკო აცხადებს, რომ უკრაინის პოზიციას კონგერში ძლიერი ორპარტიული და ორპალატიანი მხარდაჭერა აქვს, რაც ამერიკელმა პოლიტიკოსებმა პირადად დაუდასტურეს.

მანამდე უმაღლესი რადის საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის წევრებმა ევროკავშირს თხოვნით მიმართეს „ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის გაშვების აღკვეთის შესახებ. უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ასევე მოუწოდა ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას, მხარი დაუჭირონ ზელენსკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის წინ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×