თამთა ჩაჩანიძე
11.11.2021

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშნკო ევროპას დაემუქრა, რომ თუ პოლონეთი არალეგალი მიგრანტების მიზღვავების გამო საზღვარს ჩაკეტავს, იგი იამალ-ევროპის მილსადენს გადაკეტავს და ევროკავშირის ქვეყნებს გაზის გარეშე დატოვებს - ამ ინფორმაციას ბელარუსის სახელისუფლებო სააგენტო „ბელტა" აქვეყნებს.

ამის პარალელურად კი ევროკავშირი, კრიზისის გამწვავების გამო, ლუკაშენკოს რეჟიმის წარმომადგენლებისთვის ახალი სანქციების დაწესებისთვის ემზადება.

როგორც ლუკაშნკო ამბობს, ბელარუსზე გამავალი იამალ-ევროპის გაზსადენის ტრანზიტის მოცულობა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„ჩვენ ვათბობთ ევროპას, ისინი ჩვენ კვლავ გვემუქრებიან, რომ საზღვარს ჩაკეტავენ... და თუ ჩვენ ბუნებრივ აირს გადავუკეტავთ? ... ამიტომაც პოლონეთის ხელმძღვანელობას, ლიეტუველებს და სხვა უთავო ადამიანებს ვურჩევდი, რომ სანამ განცხადებას გააკეთებდნენ, დაფიქრდნენ..." - განაცხადა ლუკაშენკომ.

იამალ-ევროპის გაზსადენი, რომლის გადაკეტვითაც ლუკაშენკო ევროპას ემუქრება, 1997 წლიდან ფუნქციონირებს, მისი სიგრძე ორი ათას კილომეტრს აღემატება, მილები, საიდანაც რუსული გაზი ევროპას მიეწოდება, გადის რუსეთზე, ბელარუსზე, პოლონეთსა და გერმანიაზე.

ოთხშაბათს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ელჩები შეთანხმდნენ, რომ არსებული რთული ვითარება ახალი საქციების სამართლებრივ საფუძველს იძლევა. სანქციები კი დაუწესდება ლუკაშენკოს რეჟიმის 30-მდე პირს, მათ შორის ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს და ქვეყნის ავიაკომპანიას.

ევროკავშირის ქვეყნების ოფიციალური წარმომადგენლები ლუკაშენკოს რეჟიმს ბრალს სდებენ იმაში, რომ რუსეთთან შეთანხმებით ღარიბი და კონფლიქტური ქვეყნებიდან არალეგალ მიგრანტებს განგებ უყრის თავს ბელარუს-პოლონეთის საზღვართან, რადგან შემდეგ ევროპაში დესტაბილიზაცია და ქაოსი წარმოიქმნას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×