ხატია ბერიძე
16.11.2021

რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობა დღითიდღე იმატებს. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს კრიზისი უფრო რთულია და დაძაბულია, ვიდრე აპრილში განვითარებული მოვლენებიდა ყოველ წამს შეიძლება სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდოს. ბოლო მონაცემებით, რუსეთს უკრაინის საზღვართან 100 ათსამდე ჯარისკაცი და 1000-მდე ერთეული საბრძლო ტექნიკა ჰყავს მობილიზებული. დასავლელი ლიდერები ოფიციალურ მოსკოვს აფრთხილებენ, რომ კონფრონტაციის შემთხვევაში უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას დაიცავენ. რა იგულისხმება ამაში და იმოქმედებს თუ არა დასავლეთის ასეთი ხისტი პოზიცია კრემლის გადაწყვეტილებებზე?

უკრაინა-რუსეთის საზღვარზე ვითარების დაძაბვა მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასშ პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ პირველად გამოიყენეს საბრძოლო დრონები. ამის შემდეგ, 10-15 სექტემბერს ჩატარდა რუსეთ ბელორუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები, რომლის დსრულების შემდეგაც რუსებმა წვრთნების მონაწილე თავისი 41-ე არმია ყაზარმებში დაბრუნების ნაცვლად, უკრაინის საზღვრისკენ გადაისროლეს. ამჟამად ეს ნაწილები უკრაინის საზღვრიდან 260 კილომეტრში დგანან. ეს შეიარაღება მოიცავს ტანკებს, ჯავშანტრანსპორტიორებს, თვითმავალი არტილერიას და მათთან დაკავშირებულ დამხმარე აღჭურვილობას.

ამერიკული დაზვერვის მონაცემებით. სატელიტურ ფოტოებზე ჩანს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე, ქალაქ იელნიასთან, უკრაინის საზღვრიდან 250 კილომეტრში, 1000-მდე ერთეული რუსული ჯავშანტექნიკაა განლაგებული.

გარდა ამისა, ბოლო კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები, რომლებზეც ჩანს რუსული ეშელონებისა და სამხედრო მანქანების კოლონების გადაადგილება. კადრებში ჩანს, თუ როგორ გადააქვთ სამხედრო დანადგარები და აღჭურვილობა, მათ შორის ტანკები და სარაკეტო დანადგარები. ეს ტექნიკა, სავარაუდოდ, უკრაინის საზღვრების მიმართულებით, რუსეთის დასავლეთ რეგიონებში გადაჰქონდათ.

დასავლელი ლიდერები შექნილი მდგომარეობით შეშფოთებული არიან. ორშაბათს საფრაგგეთის პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა ცნობა ემანუელ მაკრონისა და მისი რუსი კოლეგის, ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ, რომელიც საათსა და 45 წუთშ გაგრძელდა.

მათი ცნობით, მაკრონმა საუბრისას განაცხადა, რომ საფრანგეთი მზად არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა დაიცვას. პუტინმა კი აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები უკრაინის ხელისუფლებამ გაართულა.

ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი კი დასავლეთის მიერ უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით სკეპტიკურადაა განწყობილი. „ბლუმბერგის" ცნობით, ჯონსონმა განაცხადა, რომ ახლო მომავალში ევროკავშირს არჩევანის გაკეთება მოუწევს უკრაინის მხარდაჭერასა და რუსულ ენერგორესურსებს შორის.

„იმედი მაქვს ჩვენი მეგობრები აცნობიერებენ, რომ მალე მოუწევთ არჩევანის გაკეთება - კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახდნენ რუსულ ენერგორესურსებზე, რომელიც გიგანტური მილსადენებით მოედინება, თუ დაიცვან უკრაინა და მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად გამოვიდნენ", - განაცხადა ჯონსონმა.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანული „მირორის" ცნობით, ბრიტანეთს უკვე დაგეგმილი აქვს კონკრეტული ნაბიჯები უკრაინის მხარდასაჭერად. გამოცემა თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უახლოეს დღეებში დაგეგმილია ელიტარული ბრიტანული სპეცრაზმის 600 მებრძლის გადასროლა უკრაინაში.

პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას რუსეთ-უკრაინის საზღვართან არსებულ დაძაბულობას აფასებს და მოსალოდნელ სავარაუდო მოვლენების განვითარებას აღწერს. მისი შეფასებით, ამჟამად პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე მიმდინარე მიგრანტთა კრიზისი მოსკოვის პროვოცირებულია და იგი პირდაპირ უკავშირდება უკრაინასთან დაკავშირებით ვითარების დაძაბვას.

„რუსეთმა დღეს პოლონეთზე ჰიბრული შეტევა განახორციელა, რამაც სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა და ნატომ ლამის მეოთხე მუხლი აამოქმედა. ამით პუტინმა ღიად თქვა, რომ მე გადავედი ვა-ბანკზე, ეს მდგომარეობა კიდევ უფრო სახიფათოა უკრაინისთვის. სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება გართულდეს, რადგან ორივე მხარე წამსვლელია ვა-ბანკზე.

„საინტერესოა ისიც, რომ სააკაშვილმა ადრე გაახმოვანა რუსული სამხედრო სტრატეგია. საიდან იცოდა ეს ელემენტები არ ვიცი, მაგრამ, თუ საომარი მოქმედებები მართლაც განახლდება, გამორიცხული არ არის მთლიანი უკრაინული სანაპიროს დაკავება და მისი უკრაინისთვის გამოყენების შეზღუდვა. რუსეთი ასევე შეეცდება ზელისკის ხელისუფლების შეცვლას და უკრაინის სამხედრო ნაწილების ალყაში მოქცევას.

„შესაძლოა სიტუაცია ყოველ წამს დაიძაბოს და დაიწყოს ომი. რაც შეეხება იმას, თუ ვინ დაეხმარება უკრაინას, ეს სავარაუდოდ იქნებიან აშშ და ბრიტანეთი. ამას კი საფრანგეთზე ვერ მიტყვი, რადგან, როგორც პოლიტოლოგს, ამ ქვეყნის მიმართ არ მაქვს ოპტიმიტსტური განწყობა", - აცდადებს ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×