თამთა ჩაჩანიძე
06.12.2021

სამშაბათს აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების ვიდეოშეხვედრა გაიმართება, სადაც ჯო ბაიდენი აპირებს, ვლადიმერ პუტინს განუცხადოს,რომ აშშ რუსეთის ნებისმიერ აგრესიულ ქმედებას უკრაინაში წინ აღუდგება - ანალიტიკოსთა აზრით შეხვედრა პუტინის ინიციატივა იყო. ნატოს სამიტის წინ ბაიდენი დაარწმუნოს, რომ უკრაინას და საქართველოს მაპი არ მიანოჭონ, თუმცა მათივე განმარტებით, დასავლეთი ასეთ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, რადგან ეს თანამედროვე საერთრაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება.

„ბაიდენი ხაზს გაუსვამს აშშ-ის შეშფოთებას უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დაადასტურებს შეერთებული შტატების მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ", - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით კი დაგეგმილ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს განუცხადებს, რომ აშშ წინ აღუდგება რუსეთის ნებისმიერ აგრესიულ და წინდაუხედავ ქმედებას და დაიცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. გარდა ამისა, ბლინკენის თქმით, ბაიდენი იმედოვნებს, რომ რუსეთთან ურთიერთობა ბევრად სტაბილური და პროგნოზირებადი გახდება.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ბაიდენთან შეხვედრაზე მოითხოვდა იმის სამართლებრივ გარანტიებს, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდეს და რუსეთის საზღვრებთან მის ინფრასტრუქტურას არ განალაგებს, თუმცა პუტინს ალიანსმა საკმაოდ მწვავე პასუხი გასცა, რომ გაწევრიანების ბედს მხოლოდ ნატოში შესვლის მსურველი და წევრი ქვეყნები წყვეტენ.

რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ შეხვედრა პუტინის ინიციატივა იყო, რადგან ბიდენი ნატოს სამიტამდე რაღაცნაირად დაარწმუნოს, რომ მაპი არც საქართველოს და არც უიკრაინას არ მისცენ, მაგრამ, ეს სამართლებრივი თვალსაზრისით შეუიძლებელია.

„პუტინს ბაიდენთან შეხვედრას დიდი ხანია ითხოვდა, პუტინს საერთოდ რაღაცა სამიტის მოწყობა უნდოდა, მაგრამ ამას ამერიკელები არ დათანხმდნენ. ნატოს სამიტის წინ რუსეთს უნდა, რომ ბაიდენი რაღაცნაირად დაარწმუნოს, რომ უკრაინას და საქართველოს მაპი არ მიანიჭონ.

„უკრაინასთან დაკავშირებით საკმაოდ მნიშვნელოვანი კრიზისი შეიქმნა, ბაიდენი და ნატოს წევრი ქვეყნები რუსეთს უკვე ემუქრებიან, რომ სანქციებს გაგიორმაგებთ და საერთოდ უკრაინას იარაღს მივაწვდით და ა.შ. ეტყობა პუტინს სათქმელი დაუგროვდა და უნდა, რომ თავი იმართლოს და ბაიდენთან რაღაც კონსენსუსი იპოვოს.

„ლავროვმა განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნებს ხელშეკრულებაზე მოვაწერინებთ ხელსო, რომ არ გაფართოვდნენ და ჩენს საზღვრებთან თავიანთი ინფრასტრუქტურა არ განალაგონო. ალბათ პუტინს ამ საკითხზეც ექნება შეხვედრაზე პრეტენზიები და შესაძლოა ამ მხრივ რაღაც საპირისპირო მუქარებიც აქვს გადამალული, რომ თუ ამას არ იზამთ, მე ამას ვიზამ და ა.შ.

„შესაძლოა რისკები ჩვენი მიმართულებითაც არსებობდეს, არაა გამორიცხული, იმისთვის, რომ რუსეთმა ნატოს გაფართოვება შეაჩეროს, აგრესია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ჩვენს მიმართაც განახორციელოს, თუმცა, შესაძლოა მხოლოდ ნატოს გაფართოვების შეჩერება არ უნდოდეს და საქართველოსა და უკრაინის ბოლომდე დამორჩილება უნდა" - თქვა მან.

კითხვაზე რამდენად შეიძლება ისეთი ხელშეკრულება მართლაც შედგეს, რაც ლავროვმა განაცხადა, გოგოლაშვილი ამბობს, რომ ეს საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება, რაზედაც დასავლეთი არავითარ შემთხვევაში არ წავა.

„ასეთ რამეს ხელს არავინ არ მოაწერს, რადგან ეს ჰელსინკის დასკვნით აქტს ეწინააღმდეგება, რომელიც ჯერ კიდევ 1975 წელს საბჭოთა კავშირსა და დანარჩენ დასავლურ სამყაროს შორის მოეწერა ხელი, ასევე ეწინააღმდეგება პარიზის ქარტიას, რომელშიც ძალიან მკაფიდოაა ნათქვამი, რომ ნებისმიერ ქვეყანას უფლება აქვს, რომ თავისი უსაფრთხოების ალიანსი თავად აირჩიოს. საქართველოს უფლება აქვს, რომ სადაც უნდა იქ შევიდეს, გინდა ნატოში და გინდა სხვა ალიანსში, თუ ის თვლის, რომ მისი უსაფრთხოება გარანტირებული იქნება.

„ამერიკამ და რუსეთმა ხელი მოაწერონ, რომ საქართველო ნატოში არ შევა, ეს თანამედროვე საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება, თუ ეს ასე მოხდება, ამით ის საერთაშორისო წესრიგი დაირღვევა, რომელიც აქამდე მუშაობდა, ახალი წესრიგი დიდი ომების შემდეგ შემოდის ხოლმე და ამ მშვიდობიან პერიოდში, რომ ახალი წესრიგი შემოიღონ და დიდი ქვეყნები ისევ ჰეგემონები გახდნენ, აქ უკვე მხოლოდ რუსეთი კი არა, პუტინს თუ ასეთ რაღაცას ხელს მოუწერენ, ნატოს ქვეყნებიც იქნებიან დამნაშავეები.

„ასეთ შემთხვევაში კი რუსეთს თუ მეტი გზა აღარ დარჩება, შესაძლოა კონფრონტაციაზე წავიდეს, შიდა პრობლემებიც ბევრი აქვს და შესაძლოა ეს აწყობდეს ყურადღების გადატანის მიზნით, მაგრამ, გინდაც უკრაინასთან და გინდაც საქართველოსთან რუსეთისთვის ეს სარისკოა და შესაძლოა მისთვის დამანგრეველი აღმოჩნდეს. ძალიან ბევრი რუსი ექსპერტი ამბობს, რომ ეს რუსეთის ისტორიაში ბოლო ომი იქნებაო.

„რუსეთმა უკრაინაზე გრძელვადიანი ომის შედეგად შეიძლება იმდენი ძალა დახარჯოს, რომ საერთოდ დაიშალოს, რაღაცეები გამოხარჯოს. ასეთ შემთხვევაში დასავლეთში ვეღარც ნავთობს გაყიდის, როგორც კი უკრაინასთან ომს დაიწყებს, ევროპა მისგან არაფერს არ იყიდის, ევროპასაც კი გაუჭირდება, მაგრამ გადარჩება, ბოლობოლო ამერიკიდან თხევად გაზს ჩამოიტანს, ნავთობს სხვა ქვეყნაბში იყიდის, რუსეთი კი ვერაფერს ვეღარ გაყიდის, ეს კი მისი ბიუჯეტის მინიმუმ მეოთხედია და მაქსიმუმ ნახევარი. ეს ყველაფერი კი შინაგანად დაანგრევს." - განაცხადა ექსპერტმა.

ამბობს, რომ შეხვედრაზე არავითარ სიურპრიზს არ ელოდება არცერთი ლიდერისგან.

„არაფერი სიურპრიზი არ იქნება, მხოლოდ და მხოლდ ამ თემებზე იქნება საუბარი, რუსეთი მოსთხოვს, რომ საქართველო და უკრაინა ნატოში არ გაწევრიანდეს, ბაიდენი კი მოსთხოვს, რომ უკრაინის საზღვრიდან ჯარები გაიყვანოს, რუსეთი ეტყვის, რომ გავიყვან, მაგრამ სამაგიეროდ „ჩრდილოეთ ნაკადს" სანქციები მოხსენი, ავამუშავებ და ვითანამშრომლოთო.

„საბოლოო ჯამში საქმე მივა იქამდე, რომ ალბათ „ჩრდილოეთ ნაკადს" გაახსნევინებს, რომელიც რუსეთს უკრაინიდან ჯარების გაყვანად დაუჯდება, საბოლოო ჯამში შესაძლოა იმაზეც შეთანხმდენ, რომ გაზი უკრაინაზე იმ რაოდენობით აღარ გაივლის, ასეთ შემთხვევაში რუსეთი მოგებული დარჩება, ის რეკეტიორივით სარგებლობს, ეს კი რაღაც მომენტამდე ხდება ხოლმე, ბოლობოლო ძალიან ბევრი როცა მოუვა, ყველა აუმხედრდება ხოლმე და რეკეტიორს გაანადგურებენ.

„არც ამერიკას და არც ევროპას რომ ომი არ აწყობს, ეს გასაგებია, რუსეთი კი დასავლეთს რუსულ „რულეტკას" ეთამაშება, დაატრიალებენ ბარაბანს და ერთი ტყვია ან გაისვრის, ან არა, ამით მარტივად აშანტაჟებს, თუმცა საბოლოო ჯამში თუ სიტუაცია კონფლიქტამდე მივიდა, ამაზეც წავა, მაგრამ თავადაც ის ამოუწურავი რესურსები აღარ აქვს.

„რუსეთს დემოგრაფიული პრობლემები აქვს, მოსახლეობა ბერდება, ჯარის შევსებაც ისე მარტივად აღარ გამოსდის, როგორც ადრე, მილიონობით ხალხს, რომ ომში მარტივად უშვებდნენ და იღუპებოდნენ, ახალგაზრდები ვინც ინტერნეტში არიან და ხედავენ მსოფლიოში რა ხდება, მათ როგორ შეიძლება, რომ პუტინი მოსწონდეთ, მაგრამ მათ გასაქანს არ აძლევენ.

„ამიტომაცაა რუსეთი წაგებისთვის განწირული, მაგრამ ახლა ეშინიათ, რომ თუ პუტინი ჭკუიდან გადასულია, შესაძლოა ომიც დაიწყოს, ამიტომ ელოლიავებიან და რაღაცას მოაგებინებენ, მაგრამ, იქნება საბოლოო ჯამში უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები დათმოს, თუმცა რუსეთი თავის ჩექმას სადაც დგამს, არცერთი პირობით უკან აღარ იხევს. რუსებმა ყირიმთან დაკავშირებით ისეთი ისტერიკა ააგორეს, რომ მათი უკან დახევა პოლიტიკურად შეუძლებელია."- განაცხადა გოგოლაშილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×