ხატია ბერიძე
09.12.2021

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი ომიკრონი შემაშფოთებელია. სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ომიკრონი უკიდურესად დიდი რაოდენობის მუტაციებს შეიცავს და მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებული ვარიანტებისგან მკვეთრად განხვავდება.ჯანმომ ქვეყნები გააფრთხილა, რომ ,,რისკის შეფასებისა და სამეცნიერო მიდგომებზე დაფუძნებით იხელმძღვანელონ". ქვეყნებმა კი საზღვრების ჩაკეტვა და დამატებითი შეზღუდვების შემოღება გადაწყვიტეს.

პოლონეთის ჯანდაცვის სამინნისტრო 15 დეკემბრიდან ომიკრონის შტამის გაჩენის გამო საზღვრის გადაკვეთისას დამატებით რეგულაციებს აწესებს. მოგზაურებმა, რომლებიც პოლონეთში არაშენგენის ქვეყნებიდან ჩადიან, საზღვრის გადაკვეთამდე 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19-ის ტესტი უნდა გაიკეთონ. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი შეძლებენ ქვეყანაში შესვლას.

ასევე, მთავრობამ საზღვრები ჩაკეტა სამხრეთ აფრიკის შვიდი ქვეყნისთვის ესენია: ბოტსვანა, ესვატინი, ლესოტო, მოზამბიკი, ნამიბია, ზიმბაბვე და სამხრეთ აფრიკა. პოლონეთში დაბრუნებულ მოქალაქეებს კი სავალდებულო 14 -დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ, გარდა იმ პირებისა ვინც ბოლო6 თვეში კორონავირუსი გადაიტანა და 12 წლამდე ბავშვები, რომლებიც აცრილ მეურვეებთან ერთად მოგზაურობენ.

ისრაელს ამ დროისთვის უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქესთვის ჩაკეტილი აქვს საზღვრები. ასევე გეგმავენ აცრილი მოქალაქეებისთვის 3-დღიანი კარანტინის დაწესებას, არა ვაქცინირებულების კი 7-დღიანი კარნტინის გავლა მოუწევთ.

დიდ ბრიტანეთში ყველა შემსვლელს კორონავირუსის ტესტის გაკეთება ფრენამდე 48 საათით ადრე მოუწევს. ასევე პისიარის გაკეთება სავალდებულოა ჩასვლიდან 2 დღის განმავლობაში, მოგზაურები 2-დღიან თვითიზოლაციაში უნდა იყვნენ.

კორონავიურსის ახალი შტამი „ომიკრონი" პირველად ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აღმოაჩინეს. მოგვიანებით, ის დადასტურდა ევროპის არაერთ ქვეყანაშიც. დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ბელგია, დანია, ისრაელი, ავსტრალია, ჩეხეთი იმ ქვეყნებს მიეკუთვნება, სადაც ,,ომიკრონი" უკვე ოფიციალურად დადასტურდა.

უწყებათაშორისო საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ,,ომიკრონის" გავრცელების გამო, აფრიკის 8 ქვეყნაში მოგზაურთათვის საქართველოს საზღვარზე რეგულაციები დაწესდა. ნებისმიერ პირს, რომელიც ბოლო 14 დღის განმავლობაში სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ზიმბაბვეში, ნამიბიაში, ლესოტოში, ესვატინიში (სვაზილენდი), მოზამბიკში ან მალავიში მოგზაურობდა, საქართველოში შემოსვლისას 14-დღიანი კარანტის და შემდეგ პისიარის ჩაბარება მოუწევს. საქართველოს მოქალაქეებისთვის ესაღნიშნული მომსახურებები უფასოა, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქებს თავად მოუწევთ ხარჯების დაფარვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×