ხატია ბერიძე
16.12.2021

დემოკრატიის სამიტზე დასასწრებად ჩინეთი და რუსეთი არ მიიწვიეს, ამ ორმა ქვეყანამ კი განაცხადა, რომ მათ არ სჭირდებათ დემოკრატიული ალიანსი და თვითონ მეტად მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავდნენ. შეხვედრაზე კი განაცხადეს, რომ მათ ახალი თანამშრომლობის მოდელი შექმნეს, რომელიც ძირითადად დასავლეთის წინააღმდეგ გაერთიანებულ ბრძოლად მოიაზრებს. რუსეთი და ჩინეთი ერთობლივი გეგმის დეტალებს საჯაროდ განიხილავენ და შესაძლოა მსოფლიოს აფრთხილებენ კიდეც.

დემოკრატიის სამიტი აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინიციატივით გასულ კვირას გაიმართა, სადაც ჩინეთი და რუსეთი განზრახ არ მიუწვევიათ. მიზეზი კი უკანასკნელ წლებში არსებული ურთიერთდაძაბულობაა.

აშშ და ევროპა ხშირად აკრიტიკებენ ჩინეთს ადამიანთა უფლებების დარღვევისთვის, პოლიტიკური თავისუფლების შეზღუდვისთვის ჰონგ-კონგში, ასევე ინდოეთ-წყნარი ოკიანის რეგიონში სამხედრო აქტიურობისთვის.

რუსეთი დასავლეთთან ყოველთვის დაპირისპირებულია პოლიტიკური ოპოზიციისა და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ რეპრესიების გამო. ბოლო პერიოდში კი ეს დაპირისპირება უფრო გამწვავდა უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების კონცენტრაციით და მოლოდინით, რომ მოსკოვი მეზობელ ქვეყანასთან ომისთვის ემზადება.

ჩინეთი და რუსეთი ორივე უარყოფენ დასავლეთის მხრიდან კრიტიკას.

ამის ფონზე რუსეთის და ჩინეთის ლიდერები შეეცადნენ დასავლეთის წინააღმდეგ გაერთიანებული ფრონტი წარმოეჩინათ. 15 დეკემბერს ვლადიმირ პუტინმა და მისმა კოლეგამ, სი ძინპმა ვიდეოშეხვედრა გამართეს, სადაც პუტინმა განაცხადა, რომ „ჩინეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის ახალი მოდელი ჩამოყალიბდება", რომელიც მოიცავს ,,მისწრაფებას, ჩვენი საერთო საზღვარი ვაქციოთ მარადიული მშვიდობისა და კეთილმეზობლობის სარტყელად, ეს ურთიერთობა სახელმწიფოთაშორისო თანამშრომლობის ნამდვილი მოდელია 21-ე საუკუნეში".

მოსკოვი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ბაიდენს შეიძლება ჰქონდეს დემოკრატიის ალიანსი, მაგრამ ჩინეთს და რუსეთს ჰყავთ ერთმანეთი. სი ძინპი აცხადებს, რომ პუტინთან მისი შეხვედრა დემოკრატიულ ალიანსზე გაცილებით მაღლა დგას.

მათ შეხვედრაზე განიხილეს პეკინის ზამთრის ოლიმპიადაის საკითხიც, რომელსაც ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის ამერიკამ და ბრიტანეთმა , პოლიტიკურ დონეზე ერთგვარი ბოიკოტი გამოუცხადა. მიზეზად პეკინის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა დაასახელეს. ამ ფონზე ჩინეთის ლიდერს პუტინმა საჯარო დაპირება მისცა, რომ იგი ამ ოლიმპიადას დაესწრება.

„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ერთმანეთს იმ საკითხებში, რომლებიც ჩვენ ფუნდამენტურ ინტერესებსა და ღისებას ეხება," - უთხრა სი ძინპინმა ვლადიმირ პუტინს.

გარდა ამისა პუტინმა სი ძინპინისგან მოისმინა შეთავაზება, რომ თუ რუსული ძალები უკრაინას თავს დაესხმებიან, რუსეთმა და ჩინეთმა ამ შემთხვევაშიც უნდა ითანამშრომლონ, რათა ,,უფრო ეფექტურად დაიცვან ორივე მხარის უსაფრთხების ინტერესები".

ლიდერებმა ახალი ,,დამოუკუდებელი ფინანსური ინფრასტრუქტურის" შემნის იდეა განიხილეს, რათა ამით შეეცადნონ გაანეიტრალონ დასავლეთის სანქციების სიმწვავე.

დასავლელი მიმომხილველები აცხადებენ, რომ რუსეთი და ჩინეთი უსაფრთხოების, სავაჭრო და გეოპოლიტიკურ საკითხებში დღითიდღე უახლოვდებიან ერთმანეთს და ცდილობენ ჩამოაყალიბონ ბლოკი, რომელსაც ამერიკის მსგავსი გავლენა ექნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×