ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომლის მიზანია რუსეთმა უარი თქვას უკრაინაში შეჭრაზე. ამისთვის კი რუსეთის მიმართ გარკვეული სანქციების ამოქმედება იგეგმება. მათ შორის მოგზაურობის საერთაშორისო შეზღუდვები, ანგარიშების გაყინვა, SWIFT-ის საგადასახადო სიტემიდან რუსეთის გამორიცხვა, ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის შეჩერება და ა.შ. ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას შეფასებით, მართალია, ეს რეზოლუცია დადებით შეფასებას იმსახურებს, თუმცა ეჭვი ეპარება, რომ ის რუსეთის შეჩერებას შეძლებს.
დოკუმენტის მიხედვით, სანქციების ახალი პაკეტი უნდა დაუწესდეთ რუსეთის ოფიცრებსა და ადმირალებს, რომლებიც მონაწილეობენ უკრაინაში შეჭრის გეგმების შედგენაში. ასევე, სანქციები უნდა შეეხოთ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წრეში მყოფ პირებს, ოლიგარქებს და მათ ოჯახებს.
სანქციები, რომლითაც ევროპარლამენტარები რუს ოფიცრებს და ოლიგარქებს ემუქრებიან, მოიცავს ფინანსურ და ფიზიკურ აქტივების გაყინვას ევროკავშირრის ქვეყნებში. მოგზაურობის შეზღუდვას და SWIFT-ის საგადასახადო სისტემიდან რუსეთის გარიცხვას. ამ სისტემიდან გარიცხვა კი ნიშნავს, რომ რუსული კომპანიები საერთაშორისო ფინანსური ბაზრის მიღმა დარჩებიან. აიკრძალება რუსეთის სუვერენული ვალის შესყიდვა პირველად და მეორად ბაზარზე. მსგავსი სანქციები რუსეთის მნიშვნელოვან ეკონომიკურ სექტორებს შეეხება. ასევე, ხელი შეეშლება დაზვერვისა და სამხედრო სამსახურების დაფინანსებას.
რეზოლუციის მიხედვით თუ რუსეთი უკრაინას დაესხმება თავს, პირველი და სასწრაფო პასუხი უნდა იყოს მოგზაურობის შესაძლებლობის აკრძალვა. ვიზის გაუქმება მათთვის ვისაც რუსეთის დიპლომატიური პასპორტი გააჩნია, აკრედიტირებული დიპლომატების გარდა.
ასევე, რეზოლუციით ევროპარლამენტარები ევროკავშირს მოუწოდებენ მიიღოს დაუყონებლივი ქმედებები რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შესამცირებლად და გამოიხატოს ენერგეტიკული სოლიდარობა უკრაინის მიმართ, ასოცირების შეთანხმების შესაბამისად. ევროპარლამენტარები ევროკავშირის ინსტუტიციებსა და წევრ ქვეყნებს სთხოვენ, არ დაუშვან ბალტიის ზღვაში გამავალი, რუსეთისა და გერმანიის მაკავშირებელი გაზსადენის, ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის ამოქმედება. ასევე, ხაზს უსვამენ, რომ შესაჩერებელია რუსული ბირთვული ენერგოკომპანიის, როსატომის მიერ ევროკავშირის ქვეყნებშიატომური ელექტროსადგურების შენება.
დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ღიად გამოხატონ, რომ გაურკვეველი წარმოშობის რუსული ქონებისა და ინვესტიციების მიმართ კეთილგანწყობა აღარ ექნებათ და არნიშნავენ გლობალური ანტიკორუფციული მექანიზმების სანქციებისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გაძლიერების საჭიროებას.
ევროპარლამენტარები ევროსაბჭოსმოუწოდებენ ევროკავშირში რუსული სტრატეგიული ინვესტიციების შეზღუდვას. მათი თქმით მსგავსი ინვესტიციები ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებსა და ინსტიტუციებს, ავრცელებს კორუფციას და მიმართულია დივერსიული ქმედებებისკენ.
ამოქმედდება თუ არა ეს რეზოლუცია და რამდენად იქონიებს ეს ყველაფერი რუსეთის სამომავლო გეგმებზე გავლებნას ამ საკითხზე ,,რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია საუბრობს.
„ევროპარლამენტის რეზოლუცია დადებით შეფასებას იმსახურებს, ყველაფერი არის გათვლილი, იმისთვის რომ რუსეთმა ომის დაწყებაზე უარი თქვას, მაგრამ რამდენად ამოქმედდება ეს რეზოლუცია ევროკავშირის მიმართ ეს არის განხილვის საგანი. თითქოს ძალიან დიდი მხარდაჭერა იგრძნობა ზოგადად ამ სანქციების მიმართ მაგრამ, როცა საქმე საქმეზე მიდგება ვხედავთ ამ საკითხებზე სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებს, მაგალითად ესპანეთი ამ რეზოლუციას მხარს არ დაუჭერს არ ვიცი რას იზამს გერმანია, მაგრამ დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ქვეყანა იტყვის უარს ამ რეზოლუციის ამოქმედებაზე, მაგრამ თუ რუსეთს ომი გადაწყვეტილი აქვს ვფიქრობ ის მსგავსი სანქციების გამო უკან არ დაიხევს, რადგან მას აქვს კავშირების ისეთ ქვეყნებთან, საიდანაც მსგავსი დანაკარგის ამოღება ძალიან მარტივად შეუძლია, თუნდაც აზიის ქვეყნებიდან, ასე რომ ეს როზოლუცია კარგია, მაგრამ რუსეთს თუ ომი უნდა ეს ვერ დააკავებს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.